საზოგადოება: პოლიციაში დაბალი კორუფციის მქონე ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ხუთეულშია | საქართველოს ამბები | ||
ორგანიზაცია Transparency International-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო იმ ქვეყნების ხუთეულში შევიდა, რომლებშიც კორუფციის დაბალი დონეა პოლიციაში, იტყობინება “GHN“. გამოკვლევების შედეგების თანახმად, საქართველოს უსწრებს ფინეთი, დანია, ნორვეგია და შვეიცარია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო წლის განმავლობაში მოსახლეობის 3% იძლეოდა ქრთამებს 9 სახელმწიფო დაწესებულებიდან ერთ-ერთში. ამ მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო შედის ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყნების ჯგუფში ავსტრალიასთან, კანადასთან, დანიასთან, ფინეთთან, გერმანიასთან, ისრაელთან, პოლონეთთან, ნორვეგიასთან, ესპანეთთან, დიდ ბრიტანეთთან, აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან ერთად. გამოკითხულ რესპონდენტთა 78%-ს მიაჩნია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში კორუფცია შემცირდა, თუმცა 9% საპირისპირო მოსაზრებას ემხრობა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1509.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 მარ. 2011, 10:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.