ეკონომიკა: დოზორცევი საქართველოსთან კამათს არ აპირებს და მოლაპარაკებებს სთავაზობს | საქართველოს ამბები | ||
გენადი დოზორცევის ინტერვიუ ნიუ-ორკის რუსულ საინფორმაციო საიტზე იქნა განთავსებული. ინტერვიუ ნიუ-ორკის შტატში, ქალაქ ელიზაბეთში იქნა ჩაწერილი. როგორც დოზორცევმა განაცხადა, ის საქართველოსთან კამათს არ აპირებს და მას კანონსაწინააღმდეგო ქმდება არ ჩაუდენია. მან ქართული ბრენდები მხოლოდ იმ მიზნით დაარეგისტრირა, რომ ამერიკული ბაზარი ფალსიფიკაციისგან დაეცვა. "მე არ ვაპირებ ქართველი მეღვინეების გეგმებს შევუშალო ხელი. რათქმაუნდა, მე მოხარული ვიქნები თუ სასამართლო პროცესი შეწყდება. ჩვენ ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს საქართველოსადმი, გვიყვარს ეს ქვეყანა, ქართული ღვინო და ვფიქრობ რომ ქართულ მხარესთან მოლაპარაკება შედგება. ერთადერთი რაც უნდა გათვალისწინონ, ისინი ისე უნდა მოიქცნენ, რომ ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო იყოს."-განაცხადა დოზორცევმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1506.html
| |||
განათავსა - Legatuss | 08 მარ. 2011, 10:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.