მეცნიერება-ტექნოლოგიები: ჰაკერებმა საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროდან ინფორმაცია მოიპარეს | მსოფლიოს ამბები | ||
საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების სამინისტროს ჰაკერები დაესხნენ თავს. როგორც РИА «Новости»იტყობინება, შეტევები 2010 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით წარმოებდა. აღინიშნება, რომ ჰაკერების მთავარი მიზანი მეხუთე რესპუბლიკის სახაზინოს მთავარი მმართველობა გახდა. ქსელურმა „მეკობრეებმა“ თავიდან სამინისტროს თანამშრომელთა ელექტრონული ფოსტა გატეხეს, შემდეგ კი კომპიუტერული პროგრამა-ვირუსის - „ტროიანის“ დახმარებით მათ სამსახურებრივ კომპიუტერებში „ძვრებოდნენ“ და მანდ არსებულ ინფორმაციასთან წვდომას მოიპოვებდნენ. საერთო ჯამში ჰაკერები სამინისტროში მყოფ 150-ზე მეტ კომპიუტერში „შეძვრნენ“ და დიდი რაოდენობით დოკუმენტი მოიპარეს. „ვინც ეს გააკეთა, გაბედული და ორგანიზებული პროფესიონალებია. ეს ფრანგული სახელმწიფოს მიერ ასეთი მასშტაბის პირველი შეტევაა“, - განაცხადა ინფორმაციის სისტემათა დაცვის სახელმწიფო სამსახურის (ANSSI) გენერალურმა დირექტორმა პატრიკ პაიუმ. მან დააზუსტა, რომ ძირითადად თავდასხმა „დიდ ოცეულში“ (G20) საფრანგეთის პრეზიდენტობასა და საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს შეეხო. ამჟამად დაწყებულია ინციდენტის გამოძიება. წყარო - http://news.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1502.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 მარ. 2011, 18:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.