კრიმინალი: მალაიზიაში ქართველი მოქალაქეების საქმის განხილვა 11 აპრილს დაიწყება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მოქალაქის ბაბუცი გორდაძის საქმის განხილვა მალაიზიის სასამართლოში 11 აპრილს შედგება. ამის შესახებ მალაიზიელმა კოლეგებმა პირველი არხის პროგრამა "მოამბეს" შეატყიბინეს. ქართველი კოლეგების თხოვნით მალაიზიელებმა უზენაესი სასამართლოს პროცესის თარიღიც დააზუსტეს. კერძოდ, მალაიზიელი ჟურნალისტების ცნობით, ბაბუცი გორდაძის მომდევნო სასამართლო პროცესი სავაუდოდ 11 აპრილს გაიმართება, თუმცა აქამდე სასამართლო პროცესის თარიღად 14 აპრილი სახელდებოდა.შესაბამისად გამორიცხული არაა, რომ ამ თვის განამავლობაში თარიღი კიდევ ბევრჯერ შეიცვლება. "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქმე ობიექტურად იქნება განხილული. ჩვენ არ გვსურს, რომ ადამიანის უფლებები დაირღვეს. ჩვენ ვილოცებთ იმისათვის, რომ ქართველი მოქალაქე ბაბუცი გორდაძე უდანაშაულად აღიარონ" -ნათქვამია მალაიზიიდან "მოამბესადმი" გამოგზავნილ წერილში. ორი ქართველი მოქალაქე ბაბუცი გორდაძე და დარეჯან კოხტაშვული მალაიზიაში გასული წლის ოქტომბერში ნარკოვაჭრობის გამო დააკავეს. თუ მათ სასამართლო ბრალდებულებად მიიეჩნებს, მათ სიკვდილით დასჯა დაემუქრებათ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1500.html
| |||
განათავსა - Legatuss | 07 მარ. 2011, 16:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.