პოლიტიკა: საქართველოს ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა პარლამენტის სპიკერის სახელზე მიმართვა გააკეთეს | საქართველოს ამბები | ||
წევრები ალიანსისა „ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისათვის“ 7 მარტს შეიკრიბნენ პარლამენტის წინ და სპიკერის დავით ბაქრაძის სახელზე სპეციალური მიმართვა გააკეთეს. „2010 წლის დეკემბერში მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაიწყო კონსულტაციები ქვეყანაში საამომრჩევლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. მოლაპარაკებათა პირველი ეტაპი დასრულდა, წარმოდგენილია ოპოზიციის მიერ შემშავებული ყველა წინადადება, ახლა მმართველი ძალების ჯერია, რამდენად მისაღებია მათთვის ოპოზიციის ინიციატივები“, - ნათქვამია განცხადებაში. „იმისათვის, რომ დაშვებული არ იქნას სამოქალაქო დაპირისპირება, საზოგადოებრიობის პოლიტიზაცია, რაც სახიფათოა ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, მოვუწოდებთ ხელისუფლებებს, წარადგინონ რეალური ცვლილებების პაკეტი. ჩვენ მოვუწოდებთ დავით ბაქრაძეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც უნდა მიიღოს ცვლილებები საამომრჩევლო კანონმდებლობაში, შეიტანოს რეალური ცვლილებები საამომრჩევლო კოდექსში. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური ცხოვრება ძალიან მძიმე სცენარის მიხედვით წარიმართება“, - აცხადებენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები. მიმართვას ხელს აწერს ოპოზიციური პარტიების 11 ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლებიც წარმოშობენ ალიანსს „ახალგაზრდობა სამართლიანი არჩევნებისათვის“. მათ შორისაა ახალგაზრდული ფორუმი, „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, „საქართველოს გზა“, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ქალთა პარტია და ა. შ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1499.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 მარ. 2011, 15:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.