ეკონომიკა: საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვი 116 მლნ ლარით შემცირდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2011 წლის იანვრის მდგომარეობით, სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 116.0 მლნ ლარით (6.4%) შემცირდა და 1706.2 მლნ ლარი შეადგინა. გასულ თვესთან შედარებით საშუალო მაჩვენებლის მიხედვით მონეტარული ბაზა 8.9 მლნ ლარით (0.5% გაიზარდა. სარეზერვო ფულის წლიურმა შემცირებამ 6.4% შეადგინა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20.0 მლნ დოლარი გაყიდა. ამასთან ერთად, შიდასამთავრობო კონვენტაციის მიხედვით ეროვნული ბანკის წმინდა გაყიდვებმა იანვარში 15.2 მლნ დოლარი შეადგინა. მოცემული ოპერაციების შედეგად დაახლოებით 35.2 მლნ დოლარით შემცირდა წმინდა უცხოური აქტივები. იანვარში სამთავრობო დეპოზიტებზე საშუალებები 41.4 მლნ ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 850.6 მლნ ლარი შეადგინა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1498.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 მარ. 2011, 15:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.