პოლიტიკა: ირაკლი ალასანია: საამომრჩევლო გარემოს გაუმჯობესების მთავარი ბარიერი სააკაშვილია | საქართველოს ამბები | ||
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ხელისუფლებასთან საამომრჩევლო გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებათა წარმატებულ დასრულებას იმედოვნებს, იტყობინება “GHN“. „მოლაპარაკებათა პროცესში ჩვენი არგუმენტები და საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხარდაჭერა იმდენად ძლიერია, რომ არსებობს ფრთხილი ოპტიმიზმი იმისა, რომ ისინი შედეგიანად დასრულდება და ჩვენს საამომრჩევლო სისტემაში ხარისხიანი ცვლილებები მოხდება“, - განაცხადა ალასანიამ სააგენტო „GHN“-თან საუბრისას. მისი თქმით, ოპოზიციის წინადადება ერთმანეთში არის გადახლართული და ხელისუფლებებს არც ერთი პუნქტის ამოღება არ შეუძლიათ. „9 მარტს ცნობილი გახდება, აქვს თუ არა „ეროვნულ მოძრაობას“ რაიმეს შეცვლის პოლიტიკური ძალა. მე პირადად ვგრძნობ, რომ ეს პოლიტიკური ძალა არსებობს, მაგრამ მისი მთავარი ბარიერი სააკაშვილია“, - თქვა ალასანიამ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1497.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 მარ. 2011, 15:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.