კრიმინალი: თბილისში ჰაკერი დააკავეს | საქართველოს ამბები | ||
განხორციელებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს დავით მაისურაძე (დაბ. 1990 წ.), რომელმაც უკანონო გზით დაადგინა ტოტალიზატორ „ევროპა-ბეტის“ ვებ-გვერდის ერთ-ერთი მომხმარებლის პაროლი და მისი დახმარებით 3 340 ლარი მიითვისა. ასევე დაკავებულია გიორგი გაფრინდაშვილი (დაბ. 1990 წ.), რომელმაც არ შეატყობინა პოლიციას მომხდარის შესახებ. დაკავებულებმა აღიარეს დანაშაული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე, 180-ე და 376-ე სტატიების მიხედვით წარმოებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1494.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 მარ. 2011, 14:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.