ეკონომიკა: საქართველოს მთავრობა „საავიაციო უსაფრთხოების კომიტეტს“ შექმნის | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მთავრობა ერთი თვის განმავლობაში „საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეროვნული კომიტეტის“ შექმნას დაასრულებს, იტყობინება „GHN“. უკვე ცნობილია, რომ კომიტეტის შემადგენლობაში შევლენ ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო. მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ამგვარი კომიტეტის შექმნა იმ გარემოებითაა განპირობებული, რომ საავიაციო უსაფრთხოება მხოლოდ ერთი უწყების კომპეტენცია არაა და მასში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომლებიც იმოქმედებენ კოორდინირებული რეჟიმით და სათანადო ნორმატიული ბაზის მონიტორინგს განახორციელებენ. ამასთან ერთად, კომიტეტის შექმნას მოითხოვენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა ICAO, ECAC. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1492.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 მარ. 2011, 14:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.