ეკონომიკა: საექსპორტო ღვინოებზე ჰოლოგრამების გამოყენება არ იქნება აუცილებელი | საქართველოს ამბები | ||
სახელმწიფო აუქმებს ჰოლოგრამებს საექსპორტო პროდუქციაზე. შესწორებათა თანახმად, რომლებიც შეიტანება კანონში ვაზისა და ღვინის შესახებ, საექსპორტო ღვინოებზე ჰოლოგრამის გამოყენება არ იქნება აუცილებელი. როგორც „სამტრესტში“ აცხადებენ, შესწორებები განპირობებულია იმით, რომ ჰოლოგრამის გამოყენების პროცესში გამოვლინდა განსაზღვრული ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც ნეგატიურად აისახა ქართული ღვინოების ექსპორტზე. კერძოდ, ღვინოების მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ინფორმაციით, ჰოლოგრამების შემოღება არაჰოლოგრამიანი, მაგრამ ხარისხიანი პროდუქციის რეალიზაციას შეუშალა ხელი, ვინაიდან მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებდა მხოლოდ ჰოლოგრამიან პროდუქციას, ეს კი ქართული ღვინოების ექსპორტს პრობლემებს უქმნიდა. „სამტრესტში“ მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო შესწორებები ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზარზე თანაბარ პირობებში დააყენებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1491.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 მარ. 2011, 14:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.