პოლიტიკა: თბილისში გორდონის განცხადება საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერად იქნა შეფასებული | საქართველოს ამბები | ||
ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერად იქნა შეფასებული აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის განცხადება, რომელიც მან ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ ფორუმზე გააკეთა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვაშინგტონი საქართველოსთან დაკავშირებით ხშირად აკეთებს განცხადებას , როგორც საერთაშორისო ფორუმებზე, ისე რუსეთთან ურთიერთობისას. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამშემწის განცადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ვაშინგტონი რუსულ მხარესთან ყველა შეხვედრის დროს განიხილავს. "ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პატივს ვცემთ და ვთვლით, რომ რუსეთმა იგი დაარღვია. ჩვენ არსებული სიტუაცია არ გვაკმაყოფილებს და ყველანაირად ვცდილობთ მის შეცვლას."-განაცხადა გორდონმა. მან ასევე ვაშინგტონის საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ სტრატეგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სტრატეგიის ერთერთი მიზანს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის საქართველოთი დაინტერესება წარმოადგენს. "ამის შემდეგ ისინი მოისურვებენ ერთიანი საქართველოს ნაწილად გახდომას"-თქვა ფილიპ გორდონმა. "ეს განცხადება შესაძლებელია შეფასდეს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერად და იმ საკითხებში თანადგომის გამოცხადებად, როგორიცაა საქართველოს დეოკუპაციის საკითხი"- განაცხადა სერგი კაპანაძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1485.html
| |||
განათავსა - Legatuss | 07 მარ. 2011, 11:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.