ეკონომიკა: საქართველოს მთავრობამ ჯეროვნად შეაფასა სააგენტო Fitch-ის მიერ რეიტინგის გაზრდა „პოზიტიურამდე" | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() პრეს-სამსახურის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ „საერთაშორისო მნიშვნელობის ნებისმიერი რეიტინგი მთავარი ინდიკატორია ინვესტორთათვის. მათი აქტიურობა ბევრად არის დამოკიდებული ამ რეიტინგებზე“. „საქართველოს რეიტინგი „B+“ მიუნიჭეს და პროგნოზის გაუმჯობესება ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში სააგენტო Fitch მომავალში გაზრდის ქვეყნის სუვერენულ რეიტინგს“, - აღნიშნეს მათ. საქართველოს მთავრობის აზრით, „ამ სააგენტოს პოზიტიური პროგნოზი ასახავს ეკონომიკის გამოჯანსაღებას, ბიუჯეტისა და მიმდინარე ანგარიშების დეფიციტის შემცირებასა და ფინანსურ სექტორში სიტუაციის გაუმჯობესებას, ასევე ეკონომიკისათვის პოლიტიკური რისკების შემცირებას“. პრეს-სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ „სააგენტოს პროგნოზებით, 2011 წელს გაგრძელდება მშპ-ის შედარებით ძლიერი ზრდა, რომელმაც 5 პროცენტი უნდა შეადგინოს, ხოლო 2012 წელს - 6 პროცენტი“, საქართველოს მთავრობა ასევე გეგმავს ბიუჯეტის დეფიციტის შემდგომ შემცირებას 3.9 პროცენტამდე, მომდევნო წელს კი - 3.1 პროცენტამდე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1475.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 მარ. 2011, 10:36 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.