საზოგადოება: ოლეგ პანფილოვი ჟურნალ „პირველი კულინარის“ კულინარული კონკურსის გამარჯვებული გახდა | საქართველოს ამბები | ||
5 მარტს თბილისში ჟურნალ „პირველი კულინარის“ პირველი კულინარული კონკურსი მოეწყო, რომელშიც 8 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ექიმები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები, ასევე ნანი ბეგვაძის ქალიშვილი ეკა მამალაძე. კონკურსი საფრანგეთის საელჩოს პატრონაჟით სასტუმრო „მარიოტ-თბილისის“ რესტორანში ტარდებოდა. კონკურსის მთავარი პრიზი - ბილეთი პარიზში, ასევე უფასო უიქენდი ყვარელში, დიდი კალათა შოკოლადით და სხვა მრავალი საჩუქარი ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ოლეგ პანფილოვმა მიიღო. მან ბოსტნეულის წვნიანი და შემწვარი ორაგული მოამზადა. ყველაზე პიკანტური მომენტი აღმოჩნდა კონკურსის დასასრული - ფრანგმა ელჩმა ფურნიემ თქვა, რომ გამარჯვებული ტორტის კოცნა სურდა, რის შემდეგაც მასში თავი ჩაყო. ამან დამსწრეთა შორის ოვაციები გამოიწვია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1473.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 მარ. 2011, 10:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.