კულტურა: შედგა პრეზენტაცია წიგნისა „საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის“ | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 4 მარტს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დარბაზში შედგა პრეზენტაცია გამომცემლობა „ლიტერის“ წიგნისა „საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის“. წიგნი ბავშვებისათვის გასაგებ ენაზეა დაწერილი. მასში მოთხრობილია საქართველოს ისტორია სახელმწიფოს წარმოშობიდან დღემდე. გამოცემა ილუსტრირებულია, წიგნის გაფორმებაში გამოყენებულია როგორც ორიგინალური მხატვრობა, ისე ძველი ქართული ხელნაწერები, ფრესკები და სამუზეუმო ექსპონატები. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი, დეპუტატი ეკა ხერხეულიძე, მწერლები და მეცნიერები. „საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის“ წარმოადგენს „ლიტერის“ სერიიდან, რომლის ფარგლებშიც დაიბეჭდა „ბიბლია ბავშვებისათვის“. ამავე სერიაში დაგეგმილია გამოცემა წიგნისა „საქართველო ბავშვებისათვის“, რომელშიც შეკრებილი იქნება უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები საქართველოზე. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1471.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 მარ. 2011, 17:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.