კულტურა: იტალიაში ვანის არქეოლოგიური აღმოჩენების გამოფენა გაიმართება | მსოფლიოს ამბები | ||
იტალიაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადაიჭრა. როგორც კავკაზ-პრესს სამინისტროში შეატყობინეს, აბრეშუმის გზის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო ვანში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ოქროს ექსპონატების გამოფენის ჩატარება. ექსპოზიცია „ოქროს მედეა“ ტრაიანის მუზეუმში იქნება გატანილი, რომელიც 2011 წლის ნოემბერში გაიხსნება. ექსპონატების გამოფენა ასევე ჩატარდება ვატიკანისა და ფლორენციის მუზეუმებში. ამავე პროგრამების ფარგლებში იტალიაში ქართველი მეცნიერები ლექციათა კურსს წაიკითხავენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1469.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 მარ. 2011, 17:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.