საზოგადოება: მიწათმფლობელებმა საქართველოს რკინიგზას სასამართლოში უჩივლეს | საქართველოს ამბები | ||
ლილოს, გლდანისა და თბილისის ზღვის ტერიტორიის მიწათმფლობელებმა საქართველოს რკინიგზას სასამართლოში უჩივლეს. ისინი მიწაზე ფულად კომპენსაციას აპროტესტებენ. დღეს, 4 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია-ბრიფინგი მოაწყეს იმ მიწათმფლობელებმა, რომელთა მიწების მიხედვით გაყვანილ უნდა იქნას შემოსასლელი რკინიგზა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მიწებზე მათთვის შემოთავაზებული კომპენსაცია იმაზე ნაკლებია, ვიდრე მას ექსპერტები აფასებენ. ამგვარად, ექსპერტმა ერთ მიწათმფლობელს მონაკვეთი შეუფასა 9 ლარად ერთი კვადრატული მეტრისთვის, რკინიგზა მის მხოლოდ 6 ლარს იხდის. „ჩვენ ვხვდებით, რომ ქვეყნის სტრატეგიისთვის მნიშვნელოვანია რკინიგზის გაყვანა. ჩვენ თანახმანი ვართ, გავყიდოთ მიწები 9 ლარად ერთი კვადრატული მეტირსთვის. ეს ფასი რკინგიზის ექსპერტმა დაადგინა, თავად საქართველოს რკინიგზას კი 6 ლარზე მეტის მოცემა არ სურს. ხომ უნდა იყოს დაცული ჩვენი უფლებებიც, ამიტომ სასამართლოში სარჩელი შეგვაქვს“, - განაცხადა პატარა ლილოს მაცხოვრებელმა მურად ბერიძემ. სასამართლოში დაახლოებით 200 მიწამთმფლობელის ინტერესებს ზაქარია კუწნაშვილი დაიცავს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1467.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 მარ. 2011, 15:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.