პოლიტიკა: ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი გადადგა | მსოფლიოს ამბები | ||
ეგვიპტის მინისტრთა კაბინეტის უფროსი ახმედ შაფიკი ხუთშაბათს, 3 მარტს, გადადგა. როგორც РИА «Новости»შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელზე მინიშნებით გადმოსცემს, ახალი მთავრობის ფორმირება და სათავეში ჩადგმა ტრანსპორტის ექს-მინისტრს ისამ შარაფს დაავალეს. აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეში პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქას გადადგომის შემდეგ ანტისამთავრობო გამოსვლები არ დასრულებულა. ბოლო დროს რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდობის „მსხვერპლი“ სწორედ შაფიკი და მისი მინისტრთა კაბინეტი იყო, რადგან იგი მათ მუბარაქს მოაგონებდა. ამავდროულად, ახმედ შაფიკმა შეეცადა კარდინალურად შეეცვალა მთავრობის შემადგენლობა. თანამდებობები მუბარაქთან ერთად მომუშავე მრავალმა მინისტრმა დაკარგა. კაიროს ცენტრში ტახრირის მოედანზე მასშტაბური აქციაც კი იქნა ორგანიზებული, რომელიც 4 მარტს უნდა ჩატარებულიყო. აქ უკვე შეიკრიბნენ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებმაც შაფიკის წასვლამდე შიმშილობა გამოაცხადეს. ჰოსნი მუბარაქმა შაფიკი პრემიერ-მინისტრად 29 იანვარს, ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დანიშნა. მანამდე შაფიკი ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს ედგა სათავეში. წყარო - http://news.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1456.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 მარ. 2011, 19:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.