კრიმინალი: | საქართველოს ამბები | ||
კახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მმართველობის თანამშრომლებმა და რაიონულმა პროკურატურამ "ვითიბი ჯორჯიას" თელავის ფილიალი ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩარბაძე და სალოროს უფროსი მარიზა ესიტაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩარბაძეს ესიტაშვილის დახმარებით საკუთარი მიზნებისათვის ბანკიდან ფული პერიოდულად გამოჰქონდა, რომლესაც შემდგომში ვერ აბრუნებდა. საკუთარი ქმედებების დასამალად დაკავებულებმა ბანკი გადაწვეს. 12 თებერვალს, ესიტაშვილი ბანკის სპეციალურ სათავსო ოთახში იყო, სადაც ფულს ითვლიდა. ფულის განადგურების მიზნით და ჩარბაძის მითითებით მან ოთახი გადაწვა. ამის შედეგად 202 848 ლარი, 124 291 დოლარი და 46 740 ევრო დაწვა. საბოლოო ჯამში ბანკი 535 351 ლარის ზარალი განიცადა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1452.html
| |||
განათავსა - Legatuss | 03 მარ. 2011, 15:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.