ეკონომიკა: "საქპატენტი" აშშ–ში "ხვანჩკარას" რეალიზაციის უფლების გამო იბრძვის | საქართველოს ამბები | ||
"საქპატენტი" აშშ–ში "ხვანჩკარას" რეალიზაციის უფლების გამო იბრძვის. როგორც ირაკლი გვალაძემ განაცხადა, მოიპვებს თუ არა ქართული კომპანია "ხვანჭკარის" ამერიკაში რეალიზაციის უფლებას, დამოკიდებულია იმ მოლაპარაკებების შედეგზე, რომელსაც ქართულ მხარე, კონკრეტულად "საქპატენტი" და კომპანია "დოზორცევს" აწარმოებს. მისი თქმით, თუ კომპანია ამ ბრენდით ღვინოს რეალიზაციის უფლებას თავისი ნებით არ წარმოადგენს, მაშინ "საქპატენტი" სასამართლოს მიმართავს. "ამ დროისათვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ მათ თავისი ნებით გადმოგვცეს ბრენდი, რის შემდეგადაც მას ჩვენ ამ ბრენდით სარგებლობის უფლებას მივცემთ, მაგრამ ეს ბრენდი საქართველოს საკუთრება გახდება. თუ მოლაპარაკებები სასურველი შედეგით არ დასრულდება, მაშინ ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი სასამართლოს მივმართოთ. –განაცხადა გვალაძემ. "ხვანჭკარის" ირგვლივ არსებული სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია "დოზორცევმა" აშშ–ში მითითებული ბრენდი მიისაკუთრა. ამის გარდა, კომპანიამ განცხადება შეიტანა კიდევ 18 ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1447.html
| |||
განათავსა - Legatuss | 03 მარ. 2011, 13:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.