საზოგადოება: მიხეილ სააკაშვილმა „დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი“ გახსნა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე, „დავით ტატიშვილის სამეციდინო ცენტრი“ გახსნა. ცენტრი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. კერძოდ, მასში იფუნქციონირებს განყოფილებები ბავშვებისა და ორსულებისათვის, ქირურგიული განყოფილება და სტაციონარი. ცენტრი მთლიანადაა აღჭურვილი თანამედროვე აპარატურით და მასში 150 ადამიანია დასაქმებული. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მოცემული კლინიკა სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. „უკანასკნელ პერიოდში დაზღვევის სისტემა საკმაოდ აქტუალურია და ამ კლინიკაში მიმართვას სოციალურად დაუცველი მოქალაქეებიც შეძლებენ. 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის შესაბამისად, საქართველოში ყველა კლინიკამ უნდა მიაღწიოს თანამედროვე სტანდარტებს. უნდა დაწესდეს საშეღავათო ფასები, რათა სამედიცინო მომსახურება ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა სააკაშვილმა. მან დავით ტატიშვილს ახალი ცენტრის გახსნისათვის მადლობა გადაუხადა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1446.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 მარ. 2011, 11:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.