პოლიტიკა: ეგვიპტე საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას დაპირდა | საქართველოს ამბები | ||
ეგვიპტეში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თავის კოლეგას აბდულ ჰეიდს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრაზე საუბარი იყო ეგვიპტესა და მთლიანობაში არაბულ სამყაროში არსებულ მოვლენებზე.
„ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. ხაზი გაესვა იმას, რომ რა პოლიტიკური ძალაც არ უნდა მოვიდეს ეგვიპტეში, ორ ქვეყანას შორის მეგობრობა და თანამშრომლობა გაგრძელდება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების უფროსმა. ვაშაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დადასტურდა, რომ ძალაშია მოწვევა სექტემბერში არაბული ლიგის მინისტერიალში მონაწილეობაზე. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1435.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 მარ. 2011, 16:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.