საზოგადოება: დოლიძე: საქართველოში ორსული ქალების სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია | საქართველოს ამბები | ||
თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ 2 თებერვალს წარმოადგინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯმო) გამოკვლევების შედეგები საქართველოსთან დაკავშირებით.
ჯმო-ს გამოკვლევების თანახმად, საქართველოში ორსულ ქალებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია და საქართველო 47 ევროპულ ქვეყანას შორის 44-ე ადგილზეა.
2010 წელს საფრანგეთში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 8 ორსული 100 000 ადამიანზე, დიდ ბრიტანეთში - 8, გერმანიაში - 4, საბერძნეთში - 3, ესტონეთში - 25, ლიტვაში - 11.
„საქართველოში 2010 წელს ეს მაჩვენებელი 106%-ით გაიზარდა და შეადგინა 66 ორსული ყოველ 100 000 ადამიანზე, 2011 წელს - 32“, - აღნიშნა დოლიძემ. მისი თქმით, ეს საგანგაშო მონაცემები მძიმე სოციალური ფონის შედეგია. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1433.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 მარ. 2011, 16:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.