შოუ-ბიზნესი: საქართველოში ახალი საგანმანათებლო-გასართობი ტელეარხი ამუშავდა | საქართველოს ამბები | ||
ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მფლობელები 1 მარტიდან „ახალ არხს“ გაუშვებენ, რომელიც მაუწყებლობას მეტრული დიაპაზონის მე-12 სიხშირეზე განახორციელებს. ეს იქნება არაკომერციული საგანმანათებლო-გასართობი ტელეარხი.
არხის ხელმძღვანელთა განცხადებით, ფუნდამენტურ მეცნიერებათა საფუძვლები მარტივი ენით იქნება ახსნილი, საყოფაცხოვრებო ცდების მაგალითებზე. ინგლისური ენის შესწავლა სხვადასხვა სიუჟეტის გამოყენებით მოხდება. ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილი საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ ფილმებს მოამზადებს. სხვადასხვა მოვლენებსა და ისტორიულ პიროვნებებზე ფილმების გადაღებას სხვა დოკუმენტალისტებიც შეძლებენ.
შაბათობითა და კვირაობით „ახალი არხის“ ეთერში ნაჩვენები იქნება სერიალები და ამერიკული არხის - “MTV”-ის რეალითი-შოუები, რომლებიც 12-დან 25 წლამდე ასაკის აუდიტორიაზეა გათვლილი. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის გიორგი გეგეშიძის თქმით, „ახალი არხი“ კომერციაზე ორიენტირებული არაა. „ეს ჩვენი მცდელობაა, შევქმნათ კარგი არხი რეიტინგებსა და სარეკლამო შემოსავლებზე რაიმე გათვლების გარეშე“, - თქვა გეგეშიძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1424.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 მარ. 2011, 10:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.