aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

შეთანხმების პოლისი

ეს არის შეთანხმების პოლისი, რომელიც არეგულირებს თქვენს მიერ aspurcela.ge საიტით სარგებლობის პირობებს

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვა ან გაურკვევლობა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, თუ შეიძლება მოგვმართეთ ელ-ფოსტით info@aspurcela.ge.

ამ საიტის გამოყენებისას თქვენ ეთანხმებით და იღებთ ქვემოთ მოყვანილ კონფედენციალურობის პოლისს.
aspurcela.ge საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით, რომ ყველა ტერმინი რომელიც არ არის განსაზღვრული ამ შეთანხმებით შეიძლება ინტერპრეტირებული და გაგებული იქნეს მხოლოდ ამ შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინების მიხედვით.

მომსახურეობა, რომელსაც aspurcela.ge გაწვდით თქვენ, ითხოვს, რომ ჩვენ შევაგროვოთ, დავამუშაოთ და გამოვაქვეყნოთ წევრის ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით თქვენ, როდესაც ავსებთ ჩვენს სხვადასხვა ფორმებს და ინფორმაციულ ველებს. ასე მაგალითად, თქვენი კომპანიის სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, კომპანიის პროფილი, ვებგვერდი, ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, ინფორმაცია შესყიდვების შესახებ და ა.შ. გამომდინარე აქედან, aspurcela.ge არ იძლევა გარანტიას, რომ გამოქვეყნებული თქვენი ინფორმაცია დაცული იქნება და მას არ გამოიყენებს სპეციფიური ფორმით სხვა პირი ან პირთა ჯგუფი. მეორეს მხრივ, საიტის დანიშნულება არის სწორედ თქვენი ინფორმაციის გავრცელება, რათა ის გახდეს ხელმისაწვდომი მეტი და მეტი პირებისათვის და ამით ხელი შეუწყოს თქვენი კომპანიის, პროდუქციის, სერვისის და სხვ. პოპულარიზაციას. თუ, თქვენ გაქვთ სურვილი, რომ ამოიღოთ თქვენი ინფორმაცია საიტის ბაზიდან, ან შეცვალოთ ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.

1. ინფორმაცია, რომლის შეგროვებასაც ჩვენ ვახდენთ

1.1 სარეგისტრაციო ინფორმაცია.
რეგისტრაციის დროს, როდესაც ავსებთ სარეგისტრაციო ფორმას, რათა გახდეთ საიტის დარეგისტრირებული წევრი, თქვენ გიწევთ თქვენი სახელის და გვარის, მისამართის, ტელეფონის/ფაქსის ნომრების, ელ-ფოსტის მისამართის და სხვა პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის თქვენს ბიზნესთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდება("სარეგისტრაციო ინფორმაცია").

1.2 გამოქვეყნებული პუბლიკაციური ინფორმაცია.
თუ თქვენ ანთავსებთ ნებისმიერ ინფორმაციას საიტზე aspurcela.ge, რათა მოხდეს მისი განლაგება გამოქვეყნებისთვის განკუთვნილ ადგილებზე, კომპანიის ვებ გვერდზე რომელის განთავსებულია საიტის ფარგლებში, პროდუქციის და სერვისის კატალოგში, ტოპ შეთავეზებასა და მოთხოვნებში. ("გამოქვეყნებული პუბლიკაციური ინფორმაცია").

1.3 სტატისტიკური ინფორმაცია.
დამატებით, ჩვენ ვაგროვებთ სტსტისტიკურ ინფორმაციას ჩვენი საიტის და ჩვენი მომხმარებლების შესახებ, როგორიცაა IP მისამართები, გამოყენებული ბროუზერი, ოპერაციული სისტემა, ნანახი გვერდები, სესიების რაოდენობა, უნიკალური ვიზიტორები და სხვ. ("სტატისტიკური ინფორმაცია").

2. როგორ ვიყენებთ ინფორმაციას

2.1 შესავალი.
ჩვენ ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას ჩვენი საიტის მარკეტინგის გასაუმჯობესებლად, საიტით სარგებლობის სტატისტიკური შეფასებისთვის, საიტის შემცველობის და პროგრამული მხარის გასაუმჯობესებლად. რათა საიტი უფრო მიზიდველი და იოლად გამოსაყენებელი იყოს თქვენთვის.

ჩვენ ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას თქვენი ანგარიშის მომსახურეობისთვის, წარმოქმნილი დავების და პრობლემების აღმოსაფხვრელად. ჩვენ ასევე ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას ჩვენს პარტნიორებთან, კლიენტებთან, რეკლამის განმთავსებელ კლიენტებთან და პოტენციურ მომხმარებლებთან.

ასევე, ჩვენ ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას მარკეტინგული აქციებისთვის, პრომოუშენებისთვის და სარეკლამო შეტყობინებებისათვის მესამე პირებთან და მესამე პირებისათვის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თქვენი კონფედენციალური ინფორმაცია დაცული იქნება, თუ თქვენ არ უპასუხებთ შესაბამის შეტყობინებებს.

2.2 სარეგისტრაციო ინფორმაცია.
ჩვენ ვიყენებთ თქვენს სარეგისტრაციო ინფორმაციას იმ სერვისის განსახორციელებლად რომელსაც თქვენ გვიკვეთავთ ჩვენ, ან, იმ დამატებითი სერვისის შესახებ თქვენთან დასაკავშირებლად, რომელსაც aspurcela.ge თვლის, რომ საიტერესო იქნება თქვენთვის.

მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ თქვენი ელ-ფოსტის, ტელეფონის ნომერს ან ფაქსის ნომერს თქვენთან კონტაქტის დასამყარებლად, შეტყობინებების, მიმოხილვების, პროდუქციის და სერვივის შეტყობინებების, ახალი სერვისის შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად, ხელმოწერილი ახალი ამბების მოსაწოდებლად, თუ თქვენ აირჩევთ ასეთი ახალი ამბების მოწოდების სერვისს.

2.3 გამოქვეყნებული პუბლიკაციური ინფორმაცია.
ყველა თქვენს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ჩვენ ვაქვეყნებთ საიტზე aspurcela.ge, ისე, რომ იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი მესამე პირისთვის.

ყველა თქვენს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაცია, რომელსაც ანთავსებთ პუბლიკაციისთვის საიტზე aspurcela.ge, ხდება საზოგადო ინფორმაცია და მისი გამოქვეყნებით თქვენ კარგავთ მასზე ყველა უფლებას, საკუთრების, კონფედენციალურობის და საავტორო უფლების ჩათვლით.

თქვენ უნდა გადაწყვიტოთ და აირჩიოთ რომელი ინფორმაცია გამაქვეყნოთ, და პირიქით, რომელი არ გამოაქვეყნოთ და არ დაკარგოთ მასზე საავტორო ან საკუთრების უფლება.

2.4 სტატისტიკური ინფორმაცია.
ჩვენ ვიყენებთ სტატისტიკურ ინფორმაციას საიტის პრობლემატური მხარეების დიაგნოსტიკისატვის, საიტის მენეჯმენტისთვის. სერვისის გასაფართოებლად და გასაუმჯობესებლად. ჩვენ ასევე ვიყენებთ სტსტისტიკურ ინფორმაციას ჩვენს კლიენტებთან, რეკლამის განმთავსებელ კლიენტებთან და პოტენციურ მომხმარებლებთან.

3. ინფორმაციის გახსნა

3.1 ჩვენ ვიტოვებთ უფლებას წარვუდგინოთ ინფორმაცია შესაბამის სახელმწიფო და სამართალდამცავ ორგანოებს, თუ ჩავთვლით, რომ მათთვის ინფორმაციის გადაცემა ხელს შეუწყობს იმ სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციას, რომელმაც ჩაიდინა ზარალის მომყენებელი ქმედება ჩვენი, aspurcela.ge-ს მიმართ, ჩვენი კლიენტების მიმართ, ან მესამე პირის მიმართ.

3.2 ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას წარვუდგინოთ ინფორმაცია სასამართლოს, თუ ჩვენი მხრიდან ამას მითხოვს სასამართლოს დადგენილება ან კანონი.

4. Cookies

ჩვენ ვიყენებთ "Cookies"-ს სპეციფიკური ინფორმაციის შესანახად, რათა მოხდეს კორექტული მომსახრეობა თქვენი საიტზე ვიზიტის დროს. საიტების აბსოლუტური უმრავლესობა იყენებს "Cookies"-ს მომხმარებლის იდენტიფიკაციისათვის და ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ამ დროს ხდება მცირე რაოდენობის პერსონალური ინფორმაციის შენახვა მომხმარებლის შესახებ მისსავე კომპიუტერში მყარ დისკზე. "Cookies"-ს შეიძლება ჩვენგან გამოგზავნილი იქნას თქვენთან მხოლოდ ჩვენს საიტზე თქვენი ვიზიტის შემთხვევაში. ამავე დროს "Cookies"-ს მიღება თქვენს კომპიუტერში ხდება სხვა საიტებიდანაც (მესამე პირები).

სერვერს, ანუ საიტის მხარეს არ აქვს საშუალება დაიცვას, აკონტროლოს ან პასუხისმგებლობა აიღოს მომხმარებლის კომპიუტერში შენახული "Cookies"-ს დაცულობაზე.

ძირითადად, ჩვენ ვიყენებთ "Cookies"-ს თქვენი იდენტიფიკაციისათვის, რათა მოახერხოთ საიტზე შესვლა, როგორც რეგისტრირებულმა მომხმარებელმა. თქვენ შეგიძლიათ და უნდა აკონტროლოთ თქვენი ბროუზერის მართვის პანელიდან "Cookies"-ს გამოყენების რეჟიმი, თქვენ შეგიძლიათ დააკონფიგუროთ თქვენი ბროუზერი ისე, რომ იგი შეგეკითხებათ ყოველი ახალი "Cookies"-ს მიღების მომენტში და მოგთხოვთ თანხმობას სანდოა თუ არა "Cookies". თქვენ ასევე შეგიძლიათ საერთოდ აკრძალოთ"Cookies"-ს გამოყენება თქვენი ბროუზერის მიერ. უბრალოდ, ასეთ შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ თქვენი საიდენტიფიკაციო მონაცემების ხშირად შეყვანა ბროუზერში.

ეს შეთანხმების პოლისი აფიქსირებს თქვენს წინაშე "Cookies"-ს გამოყენების ფაქტს aspurcela.ge მიერ http://.www.aspurcela.ge საიტზე, და ჩვენ არ ვიღებთ რაიმე პასუხისმგებლობას,
თქვენსა და მესამე პირს შორის "Cookies"-ს გამოყენების პროცესზე.

5. არასრულწლოვანები

საიტი არ არის განკუთვნილი არასრულწლოვანი მოზარდებისთვის, რომ მათ მოახდინონ სავაჭრო გარიგებები, იყიდონ ან გაყიდონ საქონელი, სერვისი ან სხვ.

ამავე დროს, ჩვენ არ გვაქვს არავითარი საშუალება, რომ ვაკონტროლოთ მომხმარებლის ასაკი. თუ არასრულწლოვანმა განათავსა ან მოგვაწოდა ინფორმაცია მშობლის ან მომვლელის სურვილის საწინააღმდეგოდ, მშობელი ან მომვლელი სასწრაფოდ უნდას დაგვიკავშირდეს, რომ წავშალოთ არასრულწლოვანის მიერ განთავსებული ინფორმაცია.

6. ინფორმაციის დაცვა

6.1 თქვენი ინფორმაცია და ანგარიში დაცულია თქვენი საიდენტიფიკაციო ელ-ფოსტის მისამართით და პაროლით. გირჩევთ რომ არავისთან არ გაახმოვანოთ პაროლი. არ გამოიყენოთ პაროლისათვის ადვილად გამოსაცნობი სიტყვები.

6.2 არ დაგავიწყდეთ გამოხვიდეთ საიტის სისტემიდან და დახუროთ თქვენი ბროუზერი, როცა დაამთავრებთ მუშაობის სეანსს.

გახსოვდეთ, ჩვენი პერსონალი არასდროს არ შეგეკითებათ ტელეფონით ან ელ-ფოსტით თქვენი პაროლის შესახებ. თუ ასეთი შეკითხვა დაისვა არ უპასუხოთ მას.

6.3 ამავე დროს, ინტერნეტით გადაცემული არცერთი ინფორმაცია არ არის აბსოლუტურად დაცული. მაშინ როცა ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენს შორის ინფორმაციის მიმოცვლა, არავის არ შეუძლია გარანტიის მოცემა, მათ შორის არც ჩვენ, რომ ჩვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია თქვენთან მოვა აბსოლუტურად დაცული ან თქვენგან გამოგზავნილი ინფორმაცია ჩვენთან მოვა დაცული. ამას თქვენ აკეთებთ თქვენი საკუთარი რისკით.

7. ცვლილებები შეთანხმების პოლისში

ნებისმიერი ცვლილება ამ პოლისში გამოგზავნილი იქნება ჩვენს დარეგისტრირებულ მომხმარებელთან. ცვლილებები პოლისში ძალაში შევა თქვენთან ელ-ფოსტით შეტყობინების გამოგზავნის მომენტიდან.

თქვენ ეთანხმებით, რომ ნებისმიერი შეგროვებული ინფორმაცია ცვლილებამდე ან ცვლილების შემდეგ, დაემორჩილება შეცლილი პოლისის წესებს.

თუ ცვლილების მომენტში თქვენ არ ეთანხმებით ახალ ცვლილებას, უნდა დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტით info@aspurcela.ge და წერილობით შეგვატყობინოთ, რომ aspurcela.ge-მ წაშალოს თქვენი ინფორმაცია aspurcela.ge –ს ბაზიდან.

ეს შეთანხმების პოლისი ბოლოს შესწორებული იქნა 2009 წლის 12 დეკემბერს.

8. თქვენი ინფორმაციის შესწორება.

თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, შეასწოროთ თქვენი ინფორმაცია თქვენი ანგარიშიდან (კაბინეტიდან) aspurcela.ge –ს სისტემაში შესვლით. სისტემაში შესვლა ხდება ელ-ფოსტის და პაროლის მითითებით.

თუ თქვენ არ გსურთ თქვენი ინფორმაციის არსებობა aspurcela.ge –ს სისტემაში, მოგვმართეთ info@aspurcela.ge ელ-ფოსტის საშუალებით და თქვენი ინფორმაცია მაშინვე იქნება ამოღებული aspurcela.ge –ს ბაზიდან, ხოლო თქვენი ანგარიში გაუქმებული.

მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 ნოემბერი 2024
  • English Georgian