კონტაქტი
|
|
ჩვენს შესახებ
შპს "ჰავა" - გათბობისა და კონდიცირების მოწყობილობები
დისტრიბუცია, პროექტირება და მონტაჟი
ჩვენი კომპანია 2000 წლიდან მუშაობს გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის სისტემების, სანტექნიკური კვანძების, საცურაო აუზების პროექტირებასა და მონტაჟზე.
კომპანიის საქმიანობის სფეროში შედის ასევე გათბობის სისტემის მოწყობილობების, ქვაბების, ალუმინის და სექციური რადიატორების, ცივი და ცხელი წყალგაყვანილობის და კანალიზაციის მილების, აბაზანის საშრობების, წყლის ელექტრო გამაცხელებელი ავზების, წყლის გაზის გამაცხელებლების, ოთახის ელექტრო გამათბობლების, ოთახის გაზის გამათბობლების, კონდიციონერების, ფენკოილების დისცტრიბუცია.
2000 წლიდან კომპანიის მიერ შესრულებულია სხვადასხვა სირთულის სამუშაოები.
კომპანიის წარმატების პირველ ფაქტორს წარმოადგენს კვალიფიციური საპროექტო ჯგუფი. მძლავრი საპროექტო პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გვაძლევს სულ რამდენიმე საათში შევქმნათ დასრულებული პროექტი და ხარჯთაღრიცხვა,რაც ძალზე მოსახერხებელია შემკვეთისთვის,მის მიერ დროულად ფასის დადგენისთვის,რათა საშუალება ჰქონდეს შეადაროს ჩვენი შეთავაზებული ფასი სხვა კომპანიების მიერ შეთავაზებულ ფასს და მოკლე დროში მიიღოს გადაწყვეტილება. მსგავსი პროექტირება სხვა კომპანიებში მოითხოვს რამოდენიმე დღეს.
იგივე პროგრამული უზრუნველყოფა ხარჯთაღრიცხვის დიდი სიზუსტით გამოთვლის საშუალებას იძლევა, რაც ამცირებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს, და შესაბამისად შემკვეთისთვის შეთავაზებულ ფასს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვა კომპანიებისაგან განსხვავებით პროექტირება სრულიად უფასოა, საქმეთა მწარმოებლის გამოძახებიდან საპროექტო სამუშაოების შესრულების ჩათვლით.
კომპანიის წარმატების მეორე ფაქტორს წარმოადგენს გამოცდილი და კვალიფიციური სამონტაჟო ბრიგადები და საქმეთა მწარმოებლები. კომპანია იყენებს მხოლოდ გამოცდილ სპეციალისტებს და გამორიცხავს სამუშაოების შესრულებას გარედან მოყვანილი მემონტაჟეებით. შესაბამისად საქმიანობის მთელ პერიოდში ყველა შემკვეთი გრძნობდა საქმისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებას და შესრულებული სამუშაოების მაღალ ხარისხს. ორგანიზებული სამუშაო ციკლი, საშუალებას გვაძლევს სამუშაოები დავასრულოთ უმოკლეს დროში, ტიპიური ბინისთვის ეს დრო არის სამი-ოთხი დღე. შემკვეთი, რომელიც მანამდე ფიქრობდა, რომ გათბობის სისტემის მოწყობა ბინაში არის ხანგრძლივი და შემაწუხებელი სამუშაოები, კმაყოფილი რჩება უხმაურო, ხარისხიანი სამუშაოების სუფთად და მოკლე ვადებში დასრულებით.
კომპანიის წარმატების მესამე ფაქტორს წარმოადგენს მაღალი ხარისხის გამოყენებული მასალები. ჩვენი მომწოდებლები არიან ევროპის წამყვანი ფირმები. სამონტაჟოდ გამოიყენება გერმანული მილები, იტალიური რადიატორები, იტალიური “არისტონის” ფირმის ქვაბები. საბოლოოდ ხარისხიანი მასალის გამოყენება ხელსაყრელია შემკვეთისთვისაც და ჩვენთვისაც, შემკვეთი იღებს ევროპული ხარისხის გათბობის სისტემას, ჩვენ ვიღებთ ნაკლებ რეკლამაციებს შემკვეთისგან და მეტ დროს სამუშაოების გასაფართოებლად და დასახვეწად.
და ბოლოს, კომპანიის წარმატების მეოთხე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კარგად ორგანიზებული სერვისის სამსახური. ისეთ სფეროში როგორიც არის გათბობის და გაგრილების სისტემები, ერთერთი მთავარი ატრიბუტი არის სერვისული მომსახურეობა. ყველა გამო |
| |
ახალი პროდუქცია - სერვისი
ჩემი პროფილი
კომპანიის სახელი: |
შპს ჰავა |
კატეგორია: |
გათბობა და გათბობის სისტემები, გათბობა, კონდიცირება, მილგაყვანილობა, სანტექნიკა, ვენტილაცია, კონდიციონერების მონტაჟი, შეკეთება |
ბიზნესის ტიპი: |
სავაჭრო კომპანია დისტრიბუციული კომპანია/ საბითუმო ვაჭრობა მომსახურება
|
პროდუქცია - სერვისი: |
გათბობა, კონდიცირება, ცხელი წყალმომარაგება, ვენტილაცია,გათბობის ქვაბები, რადიატორები, კონდიციონერები |
თანამშრომლების რაოდენობა: |
11 - 50 |
დაფუძნების წელი: |
2000 |
|
|
|
|