aspurcela.ge logo

Anonymous · Sign in ·  Register  
About us - Forums - Contact us
Powered by aspurcela.ge
 
 
   
English Georgian
Selling Leads
Contact us
ბანკი რესპუბლიკა - ცენტრალური ფილიალი

Address:
გრ. აბაშიძის ქ. 2


თბილისი



Contact Information

ხანგრძლივი ისტორიის მქონე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ფინანსური სტრუქტურა, ბანკი "რესპუბლიკა” 1991 წელს დაარსდა.

კორპორაციული, საცალო და სხვა საფინანსო მომსახურების მხრივ ბანკი "რესპუბლიკა” სწრაფად მზარდი, წამყვანი კომერციული ბანკია. ბანკში 700-მდე ადამიანია დასაქმებული. იგი თავის კლიენტებს 36 ფილიალისა და სერვისცენტრის მეშვეობით ემსახურება.

ბანკი ფლობს სამომხმარებლო ბაზრის 11%-ს დეპოზიტებით, 7%-ს კი სესხებით. აქტივების საერთო მოცულობით ბანკი "რესპუბლიკა” საქართველოს საბანკო სისტემაში რიგით მეხუთე უმსხვილეს ბანკად, ხოლო დეპოზიტების პორტფელის მიხედვით – მეოთხე ადგილზე მყოფ უმსხვილეს ბანკადაა მიჩნეული. ბანკი ამჟამად აკონტროლებს საკრედიტო ბარათების ბაზრის 30%-ს. 2006 წლის განმავლობაში მისი საბანკო აქტივები 65%-ით გაიზარდა, რამაც ბანკი 8,14 მილიონი ლარის წმინდა მოგებამდე მიიყვანა.

2006 წლის 29 სექტემბერს "სოსიეტე ჟენერალმა” (ევროს მოქმედების ზონაში ერთ-ერთი წამყვანი საბანკო საფინანსო ჯგუფი) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ბანკ "რესპუბლიკის” საწესდებო კაპიტალის 70% შეიძინეს.

საფინანსო მომსახურების  მხრივ "სოსიეტე ჟენერალი” ევროს ზონის ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფია. მსოფლიო მასშტაბით ჯგუფის 120 000-ზე მეტი თანამშრომელი სამი ძირითადი მიმართულებითაა დასაქმებული:

  • საცალო საბანკო და საფინანსო მომსახურება: "სოსიეტე ჟენერალი” პერსონალურად ემსახურება 22,5 მილიონ მომხმარებელს.
  • მსოფლიო ინვესტირების მართვა და მომსახურება: აქტივების დაბანდებით (2006 წლის ბოლოს მონაცემებით 2,262 მილიარდი ევრო) და მართვით (2006 წლის ბოლოს მონაცემებით 422 მილიარდი ევრო) "სოსიეტე ჟენერალი” ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია ევროს ფინანსურ ბაზრებზე.
  • კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურება: ევროს ფინანსურ ბაზრებზე, დერივატებისა და სტრუქტურირებული ფინანსების მიხედვით "სოსიეტე ჟენერალს” წამყვანი პოზიცია აქვს მსოფლიოში.

"სოსიეტე ჟენერალი” შედის სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ბიზნესკომპანიების პირველ ხუთეულში.

  Posted on  08.03.2010

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Copyright © 2007-2009 All rights reserved. Terms of use. Privacy policy.
Spambot Killer | Site Map

[News Feed] [Forums Feed] [Downloads Feed] [Web Links Feed]

All Rights Reserved.