aspurcela.ge logo

Anonymous · Sign in ·  Register  
About us - Forums - Contact us
Powered by aspurcela.ge
 
 
   
English Georgian
Contact us
ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია/Georgian Trans Expedition

Address:
ჩიქობავას ქ. № 24


თბილისი



Contact Information
About us
შპს “ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია” დაარსდა 1996 წელს. საქმიანობის დასაწყისში, კომპანიის ძირითადი ბიზნეს მიმართულება იყო შუა აზიის ქვეყნებიდან ევროპის ქვეყნებში ბამბის ტრანზიტი ფოთის პორტის გავლით. სერვისის მაქსიმალური ეფექტურობისა და სრულყოფისთვის კომპანიამ შეიძინა 8 ჰექტარი მიწა ქ. ფოთში და შექმნა საკონტეინერო ტერმინალი.
90-იანი წლების ბოლოს, გლობალური ეკონომიკის ცვლილებებიდან გამომდინარე, ბამბის სატრანზიტო კორიდორებმა გადაინაცვლა სხვა ქვეყნებისაკენ.

ამავე პერიოდში, ჯორჯიან ტრანს ექსპედიციამ შეცვალა ბიზნეს მოდელი და შევიდა გენერალური ტვირთების ლოგისტიკის ბაზარზე. ამჟამად, კომპანიას უჭირავს ერთერთი წამყვანი პოზიცია სატვირთო გადაზიდვების რეგიონალურ ბაზარზე და სთავაზობს კლიენტებს ლოგისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს. კომპანია თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან და განხორციელებული აქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი.

ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია ოპერირებას უწევს ფოთის ყველაზე დიდ საკონტეინერო/სასაწყობო ტერმინალს, რომელიც განლაგებულია 10 ჰექტარ მიწაზე. ტერმინალზე მოქმედებს 6 ერთეული „ჯოჯგინა“ტიპის ამწე, თითო ტვირთამწეობით – 55 ტონა. ტერმინალის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 3 კილომეტრიანი რკინიგზის ჩიხი, განლაგებულია 16 000 კვ.მ. დახურული საწყობი.

ტერმინალი ემსახურება ყველა საკონტეინერო ხაზს, რომლებიც ოპერირებენ ფოთის პორტში.
ტერმინალი დაყოფილია საბაჟო და კომერციულ ზონებად. თითოეულ ზონაში განთავსებულია დახურული და ღია საწყობები დამოუკიდებელი სარკინიგზო ჩიხებითა და საავტომობილო მისასვლელი გზებით.

ჯორჯიან ტრანს ექსპედიციას გახსნილი აქვს წარმომადგენლობები ფოთში, ბათუმში, თბილისის სარკინიგზო-საკონტეინერო ტერმინალში და პარტნიორობს ქვეყანაში არსებულ მსხვილ საბაჟო და კომერციულ ტერმინალებთან.

ჯორჯიან ტრანს ექსპედიციამ დაარსებიდან განავითარა ძლიერი პარტნიორული ქსელი. კომპანიის გამოცდილებაზე მეტყველებს მრავალი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი, რომელიც განხორციელდა მსოფლიოს წამყვან ლოგისტიკურ კომპანიებთან ერთად.


კომპანია GTE სთავაზობს თავის მომხმარებლებს შემდეგ მომსახურებებს:

ფორვარდინგული მომსახურება – კომპანია უზრუნველყოფს უმოკლეს ვადებში ყველა სახის ტვირთის გადაზიდვას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერი სახის ტრანსპორტით (კონტეინერი, სატვირთო მანქანა, რკინიგზა, საჰაერო გადაზიდვა). GTE ახორციელებს როგორც იმპორტ/ექსპორტის, ასევე ტრანზიტულ ოპერაციებს. კომპანიის თერთმეტწლიანი გამოცდილება და ტექნიკური ბაზა მომსახურების ხარისხის და უსაფრთხოების გარანტია.

საბაჟო/საბროკერო მომსახურება – კომპანიის კვალიფიციური თანამშრომლები განახორციელებენ თქვენი საქონლის საბაჟო/საბროკერო მომსახურებას.

სასაწყობო/სატერმინალო მომსახურება – როგორც ზევით აღვნიშნეთ, ჰოლდინგის მფლობელობაში არის სასაწყობო/საკონტეინერო ტერმინალი ფოთში, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი კადრებით. ტერმინალზე დანერგილია უახლესი დაცვისა და აღრიცხვის სისტემები. ასევე მაღალკვალიფიციური დაცვის სამსახური ახდენს 24 საათიან პატრულირებას ტერმინალის ტერიტორიაზე. Georgian Trans Expedition Poti – ს ტერმინალი მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებებს:

კონტეინერის გადმოტვირთვა/დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებებზე (ავტომანქანა, სარკინიგზო ვაგონი);
ყველა სახის ტვირთის გადატვირთვა (კონტეინერიდან/ვაგონიდან/საწყობიდან ვაგონში/კონტეინერში/საწყობში);
ტვირთების დასაწყობება თბილისსა და ფოთში;
დისტრიბუცია ამიერკავკასიის მასშტაბით;
სტანდარტული და REF კონტეინერების შენახვა.

სრული ლოგისტიკური მომსახურება – კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს სრულ ლოგისტიკურ სერვისს. თქვენ საშუალება გეძლევათ თქვენი კომპანიის ლოგისტიკური ოპერაციები ანდოთ საქართველოში ყველაზე გამოცდილ და კვალიფიციურ ფირმას, რომელსაც ამ სფეროში თერთმეტწლიანი მუშაობის გამოცდილება ააქვს.


განხორციელებული პროექტები:

მსოფლიო სასურსათო პროგრამა, კავკასია:
ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას 2005 წლიდან ემსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ გადაზიდა დაახლოებით 67 000 ტონა და დაასაწყობა 78 500 ტონა ჰუმანიტარული პროდუქტი (ფქვილი, ზეითუნის ზეთი, ლობიო, შაქარი, სხვა). გადაზიდვის ძირითადი დანიშნულებებია საქართველო (ფოთი, თბილისი, გორი), აზერბაიჯანი (ბაქო) და სასომხეთი (ერევანი).

საქართველო-აშშ სამხედრო სწავლება – Immediate Response 2008, თბილისი, საქართველო
2008 წლის ივლის-აგვისტოს თვეში აშშ-ს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების მიერ განხორციელდა ერთობლივი სამხედრო სწავლება თბილისში. სწავლების მთლიანი ლოგისტიკა განხორციელდა ჯორჯიან ტრანს ექსპედიციის მიერ. გადაზიდული იქნა 212 ერთეული სამხედრო სატრანსპორტო ტექნიკა და 166 კონტეინერი. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს უმკაცრეს მოთხოვნებს საოპერაციო, უსაფრთხოების და სხვა საკითხებში, უნაკლოდ გაართვეს თავი ჯორჯიან ტრანს ექსპედიციის თანამშრომლებმა. ამის დასტურად, იხილეთ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მადლობის წერილი.

თურქმენეთის სამშენებლო პროექტები:
რამოდენიმე სამშენებლო კომპანიის დავალებით, ჯორჯიან ტრანს ექსპედიციამ განახორციელა გადაზიდვები თურქმენეთის მიმართულებით.
ფოთის პორტში დამუშავებული და გადაიზიდულ იქნა დაახლოებით 50 000 ტონა სხვადასხვა სამშენებლო მასალა. ძირითადი დანიშნულების ადგილი იყო თურქმენბაში. 2008-2009 წლებში გადაიზიდა 50 ათასი ტონა ტვირთი: ძირითადად არმატურა, ცემენტი „ბიგ ბეგებში“, მილები და სხვა სამშენებლო მასალები.

ნავთობის ჭაბურღილის ტრანსპორტირება მანავიდან ბაქოში
2007 წლის დასაწყისში, კომპანიამ მოახდინა სოფელ მანავში დამონტაჟებული ნავთობის ჭაბურღილის ქალაქ ბაქოში ტრანსპორტირება. პროექტის ძირითად სირთულეს წარმოადგენდა საკმაოდ მიუვალი და მოუხერხებელი ადგილმდებარეობა. ამის მიუხედავად, კომპანიის წარმომადგენლებმა მოახერხეს პროექტის განხორციელება მოცემულ ვადებში ყველანაირი დაზიანებისა და შეცდომების გარეშე.

გაეროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტრანსპორტირება
„ჯორჯიან ტრანს ექსპედიციამ“ და საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიამ Agility Projects ზუგდიდიდან სხვადასხვა აფრიკულ სახელმწიფოში გადაზიდა გაეროს კუთვნილი 35 ავტოსატრანსპორტო საშუალება, საიდანაც 26 ერთეული იყო სპეცტექნიკა (არაგაბარიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებები).
პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებს დამატებით 15 ავტოსატრანსპორტო საშუალების და 12 კონტეინერი შერეული ტვირთის ტრანსპორტირებას. ასევე პროექტის ფარგლებში მოხდება კატმანდუს მიმართულებით საჰაერო ტრანსპორტით (12 ტნ ტვირთამწეობის მთლიანი სატვირთო ტვითმფრინავის დაფრახტვა), არაგაბარიტული ტვირთის გაგზავნა.

წყალკანალის მილების გადაზიდვის პროექტი
„ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“ ახორციელებს ლილოდან ავჭალაში წყალკანალის კუთვნილი 351 ცალი მილის ტრანსპორტირებას, რომელთა მთლიანი წონაა 1 288 ტონა. იმის გამო, რომ დანიშნულების ადგილამდე (ავჭალის ბაზაზე) მისასვლელი გზა არის ამორტიზებული კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციას. ასევე, კომპანია გეგმავს, წყალკანალის დავალებით, მათი საწყობის შეკეთება / რემონტსაც.
Latest Products - Sevices
My Profile
Company Name: ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია/Georgian Trans Expedition
Category: Transport, transportation, travel
Business Type: Service
Business Service (Transportation, finance, Ads, etc)
Other
Products - Sevices: ფორვარდინგული მომსახურება,საბაჟო/საბროკერო/სასაწყობო/სატერმინალო მომსახურება,სრული ლოგისტიკური მომსა
Number of Employees: 101 - 500
Year Established: 1996

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Copyright © 2007-2009 All rights reserved. Terms of use. Privacy policy.
Spambot Killer | Site Map

[News Feed] [Forums Feed] [Downloads Feed] [Web Links Feed]

All Rights Reserved.