Contact us
| |
|
რუსთავის ავტობაზრობა "AUTOPAPA"
Address:
თბილისი-რუსთავის გზატკეცილი დოსააფის მიმდებარე ტერიტორია
რუსთავი
Contact Information
|
| |
|
|
About us
რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA – ყველაზე დიდი ავტობაზრობა ამიერკავკასიაში. მისი ფართობია 225 000 კვადრატული მეტრი, რომელზეც განთავსებულია 5 000 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტევადობის ავტობაზრობა და საბაჟო მოედანი 2000 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. ავტოკომპლექსი მდებარეობს თბილისი-წითელი ხიდის მაგისტრალური გზის მიმდებარედ, რომელიც აკავშირებს საქართველოს აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებთან. ავტოკომპლექსიდან 100 მეტრში მდებარეობს შსს-ს მომსახურების სააგენტო.
გახსნის პირველივე დღიდან რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA-ის სტუმრები არიან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები, ხოლო 2010 წლის დასარულიდან მათ რიცხვს დაემატნენ ყაზახეთის წარმომადგენლებიც. რუსთავის ავტობაზრობაზე, მხოლოდ ბაზრობის დღეებში (შაბათი-კვირა), სტუმრების რაოდენობა 20 000 ადამიანს აღწევს.
რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA-ზე ფუნქციონირებს საქართველოში ყველაზე დიდი ავტო მომსახურების კომპლექსი, რომლის შემადგენლობაში შედის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ავტოსამრეცხაო და ავტოსერვისის ცენტრი. 2011 წლის აგვისტოს რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაიხსნა 1 000 კვ.მ. ფართის სავაჭრო ცენტრი ავტოსათადარიგო ნაწილებისა და აქსესუარების მაღაზიებისთვის, ასევე საოფისე ფართები სხვადასხვა მომსაურებებისთვის: ავტო განვადება, ლომბარდი, საბანკო პროდუქტები და ა.შ.
უშუალოდ ბაზრობის ტერიტორიაზე 2011 წელს გაიხსნა ოთხსართულიანი სასტუმრო AUTOPAPA 63 კომფორტული და მყუდრო ნომრით. სასტუმროში ფუნქციონირებს რეტორანი და კაფე "უკრაინკა" ქართულ-უკრაინული სამზარეულოთი. სასტუმროს გააჩნია ასევე, 30 კაციანი საკონფერენციო დარბაზი, აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით ბიზნეს შეხვედრების გასამართავად.
რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს კონტროლის ზონა, "რუსთავ ტერმინალ პლიუსი". რომელიც მოიცავს 40 212,67 კვ.მ ტერიტორიას. ტერმინალის ტერიტორიის უსაფრთხოება 24 საათის განმავლობაში კონტროლდება დაცვის სამსახურის მიერ. აქვე, განთავსებულია მომსახურების სააგენტო, სადაც ადგილზევე ხდება ყველა საბაჟო დოკუმენტაციის მოგვარება, მანქანების, ასევე, ექსპორტისა და რეექსპორტის გადაფორმება.
რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA-ს ტერიტორიაზე მდებარეობს პრივატ ბანკი, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ყველა სახის საბანკო პროდუქტი: ავტოლიზინგით დაწყებული, კომუნალური გადასახადების ჩათვლით. |
| |
Latest Products - Sevices
My Profile
Company Name: |
რუსთავის ავტობაზრობა "AUTOPAPA" |
Category: |
Automobiles & Motorcycles, Trade objects, Fooding Objects |
Business Type: |
Business Service (Transportation, finance, Ads, etc) Other
|
Products - Sevices: |
ავტომობილების უდიდესი ბაზრობა საქართველოში |
Number of Employees: |
101 - 500 |
Year Established: |
2009 |
|
|
|
|