შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს | Georgian News | ||
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა მინების დაბურვასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაითვალისწინა მოქალაქეთა ინტერესები და იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბევრია იმ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა რომლებსაც მინები დამუქებული აქვთ ქარხნული წესით, რისი შეცვლაც დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთან, დადგენილი იქნა მინების დაბურვის ახალი სტანდარტები. კერძოდ, ავტომანქანის წინა საქარე მინის დამუქება დაუშვებელია, წინა გვერდითი მინების დასაშვებია 40 პროცენტით ხოლო უკანა გვერდითი მინების დამუქება დასაშვებია 75 პროცენტით. უკანა საქარე მინისა და დამუქებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესებული არ არის, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს შუეძლია ის დაამუქოს საკუთარი სურვილისა და შეხედულების მიხედვით. აღნიშნული წესები ძალაში შედის 10 ნოემბრიდან და მათი დარღვევა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. Source - police.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_79.html
| |||
Posted by teo- | 09 Nov 2010, 11:06 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.