ქართული ჩაის პროდუქცია გამოფენა -ბაზრობაზე გაიყიდება | Business & Economics | ||
19 დეკემბერს „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინსიტროსა და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართება გამოფენა-გაყიდვა ქართული ჩაის კომპანიების პროდუქციისა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინსიტრო იუწყება, ღონისძიების მიზანია ჩაის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიების პოპულარიზაცია და მათი მხარდაჭერა. გამოფენას გახსნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი.
2009 წელს ქართული ჩაის ექსპორტი განხორციელდა უზბეკეთში, თურქმენეთში, მონღოლეთში, გერმანიაში, სერბეთში, ჩერნოგორიაში, ტაჯიკეთში, ბელორუსში, ჩეხეთში, აშშ-ში, ყაზახეთში, პოლონეთში, კანადაში, მოლდოვასა და ნიდერლანდებში. 2008 წელთან შედარებით, ჩაის ექსპორტი 2009 წელს 5%-ით გაიზარდა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_734.html
| |||
Posted by e_info | 14 Dec 2010, 11:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.