პშელი: საქართველომ ნატოს კრიტერიუმები რომ დააკმაყოფილოს, ალიანსის წევრი გახდება | Georgian News | ||
საქართველომ ნატოს კრიტერიუმები რომ დააკმაყოფილოს, ალიანსის წევრი გახდება. ეს განცხადება მოსკოვში ნატოს საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელმა რობერტ პშელმა გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება დამოკიდებულია მის მიერ ალიანსის კრიტერიუმების შესრულებაზე. პშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება.
მისი განცხადებით, ამჟამად მიდის მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. "ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვა და სხვა რეფორმებს საქართველოში, მაგრამ მე, ისევე როგორც სხვა ჩინოვნიკები, ვერ გიპასუხებთ კითხვაზე, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი. ეს დამოკიდებულია თავად საქართველოზე", _ განაცხადა მან. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_725.html
| |||
Posted by e_info | 13 Dec 2010, 18:29 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.