თბილისი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს | Georgian News | ||
თბილისი ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარედ აირჩიეს. გასული წლის დეკემბრიდან საქართველოს დედაქალაქი აღნიშნული ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე ქალაქს წარმოადგენდა. თბილისი ერთადერთი ქალაქია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რომელიც ევროკავშირის ქალაქების მხარდაჭერით სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა და შედეგად მასში შემავალი 17 ევროპული ქალაქის გვერდით დაიკავა ადგილი.
ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში ჩატარებულ ევროპის მთავარ ქალაქთა ქსელის ყოველწლიურ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად წარმოდგენილი იყო ევროპის ქალაქების ახალი ბრენდ-ლოგოებიც, მათ შორის საქართველოს დედაქალაქის ბრენდ- ლოგოც - "თბილისი - ქალაქი, რომელსაც უყვარხარ". Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_720.html
| |||
Posted by e_info | 13 Dec 2010, 18:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.