საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსი ვიდეო ფორმატში | Business & Economics | ||
1 იანვრიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსდება საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსი ვიდეო ფორმატში. ამის შესახებ განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. როგორც მან აღნიშნა ახლა მიმდინარეობს ვიდეოს ჩაწერა, რომელიც შემდგომში, შეცდომის გამორიცხვის მიზნით, გაივლის ექსპერტიზას. ცხაკაიამ ასევე ისაუბრა ვებგვერდის პრეზენტაციის წესებისა და კლიენტების ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ. საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ მელიქიშვილმა, შემოსავლების სამსახურის უფროსს დაავალა ყოველკვირეული ინფორმაციის მიწოდება სისტემაში რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. "შემოსავლების სამსახურში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც მიმართულია გადასახადების გადამხდელთა მომსახურების ეფექტურობის ზრდისა და დოკუმენტაციის წარდგენის პროცედურების გაადვილებისაკენ, რის თვალსაჩინო მაგალითსაც წარმოადგენს ელექტრონული მომსახურების სისტემაზე გადასვლა"–განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_59.html
| |||
Posted by nanikochanturidze | 08 Nov 2010, 19:43 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 5 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.