aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ვირტუალური სიყვარული... Georgian News  Georgian News 
21-ე საუკუნეში ყველა თავისი საზრუნავით არის დაკავებული. ზოგი ფიქრობს, რომ დედამიწის აღსასრული ახლოვდება და საცხოვრებლად ახალ პლანეტას ეძებს. სანამ “დედამიწელები’’ კოსმოსში ცოცხალი არსებების აღმოჩენას და აპოკალიფსის თარიღის დადგენას ცდილობენ, ჩვენ, თინეიჯერები ახალ განზომილებაში უკვე “გადავცხოვრდით’’ და ეს ახალი სივრცე - ვირტუალური სამყაროა.




ჩვენი ცხოვრება თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი თინეიჯერული ცხოვრების განუყოფელი ნაწილებია, ჩათაობა კი - კომუნიკაციის ყველაზე პოპულარული ფორმა. ასეთი ფორმით ურთიერთობა უფრო ადვილია, მოსაუბრეს ვერ ხედავ, ნაკლებად ნერვიულობ, არც საკუთარ გარეგნობაზე ფიქრობ, ბევრი უხერხულობა თითქოს მოხსნილია და უფრო თამამი ხდები.


ასე იწყება ახალი ურთიერთობები და სასიყვარულო ისტორიებიც კი. ენდობოდე და მეგობრობდე იმ ადამიანთან, რომელსაც არ იცნობ, არ გინახავს და მხოლოდ მიმოწერით ესაუბრები, ძალიან რთულია.
 

ჩემს ერთ ნაცნობს ასეთი ამბავი გადახდა თავს: “ინტერნეტით ერთი ბიჭი, გუგა გავიცანი. მალევე დავმეგობრდით და ყოველდღე ვჩათაობდით. მეუბნებოდა, რომ 17 წლის იყო და იურიდიულზე აპირებდა ჩაბარებას. როცა ფოტო გამომიგზავნა, ძალიან მომეწონა, სიმპათიური იყო. როგორც მითხრა, მასაც მოვეწონე. ჩვენი ვირტუალური ურთიერთობა ერთ თვეს გრძელდებოდა. ბოლოს მომწერა, მიყვარხარო... თავი უბედნიერესი ადამიანი მეგონა. ვფიქრობდი, რომ სწორედ ის ადამიანი ვიპოვე, რომელზეც დიდხანს ვოცნებობდი... მეც უგონოდ შემიყვარდა ჩემი ნაცნობი უცნობი. ბედნიერებისგან დავფრინავდი, მეტის მოთმენა აღარ შემეძლო და ერთ დღესაც ვთხოვე შემხვედროდა. ერთი კვირის განმავლობაში რაღაცებს იმიზეზებდა, ბოლოს როგორც იქნა პაემნის დღე დავთქვით.


არ ვიცი რამდენ ხანს ვემზადებოდი, ახალი კაბა ვიყიდე, ლამაზი ვარცხნილობა გავიკეთე, საგანგებოდ გამოვეწყვე და მასთან შესახვედრად გავემართე. ძალიან ვნერვიულობდი. როგორც ყველა გოგომ, მეც გადავწყვიტე დაგვიანებით მივსულიყავი... ბოლოს, ზუსტად იმ ადგილას, სადაც მას უნდა შევხვედროდი იცით ვინ დამხვდა? ჩემი სკოლელი გოგო, თავისი დაქალებით. მე და ამ გოგოს ყოველთვის უთანხმოება გვქონდა, მოკლედ ვერ მიტანდა. აღმოჩნდა, ეს სპექტაკლი მისი დადგმული იყო და ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ გავემწარებინე. ჩემი საოცნებო გუგა კი საერთოდ არ არსებობდა... შოკირებული ვიყავი, არ ვიცოდი რა მექნა, თითქოს ჩემი ცხოვრება და ოცნებები ერთ წუთში დაიმსხვრა... თინეიჯერებო, ყველას გირჩევთ, ნუ ენდობით ინტერნეტით გაცნობილებს, მით უმეტეს ნუ შეიყვარებთ!’’ ზოგჯერ ვირტუალური ურთიერთობები ჰეფი ენდ-ით სრულდება, მაგრამ ერთი რჩევა ალბათ ყველას გამოგვადგება, ნუ ენდობით მონიტორს მიღმა სიყვარულს...

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_57.html
Posted by mariami | 08 Nov 2010, 17:39 | News »
 

"ვირტუალური სიყვარული..." | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

Article Rating
Average Score: 5
Votes: 1


Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian