უკრაინა თავისთან იწვევს საგადასახადო კანონმდებლობის ქართველ სპეციალისტებს | Business & Economics | ||
უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო იწვევს საგადახადო კანონმდებლობის ქართველ სპეციალისტებს. ამის შესახებ მან განაცხადა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა საერთაშორი საფინანსო კორპორაციის, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ. ,,უკრაინა გაეცნო საქართველოში საგადასახადო სფეროში განხორციელებულ რეფორმებს და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ის სპეციალისტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგადასახო კოდექისი შემუშავებაზე, მივიწვიოთ უკრაინაში", - განაცხადა სერგეი ტიგიპკომ. მისი თქმით უკრაინა ქართველი სპეციალისტების დახმარებით უკვე გაეცნო საქართველოს გამოცდილებას სამშენებლო სფეროში. ,,ჩვენ მივიწვიეთ ორი ქართველი სპეციალისტი, რომლებიც ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ სამშენებლო სექტორში ლიცენზიის გაცემის გამარტივების საკითხზე. შედეგად კი შემუშავებული იქნა კანონი, რომელიც განხილული იქნება და გადაეგზავნება უკრაინის რადაში", - განაცხადა სერგეი ტიგიპკომ და აღნიშნა, რომ თუ უკრაინის პარლამენტი დაამტკიცებს ამ კანონპროექტს, მაშინ ქვეყანაში მშენებლობის დასაწყებად საჭირო პროცედურების რიცხვი შემცირდება 93,-დან 23-მდე. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_516.html
| |||
Posted by Legatuss | 29 Nov 2010, 11:49 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.