მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა საქართველოს პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა | Business & Economics | ||
მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ასად ალამიმ საქართველოს პრიორიტეტულ სფეროებად ჰიდროენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი დაასახელა. მისი სიტყვებით, საქართველოსთვის პრიორიტეტულია ინვესტირება ჰიდროენერგეტიკაში. მეორე მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს ტურიზმის სექტორი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკოტურიზმი, რომლითაც მრავალი ადამიანია დაინტერესებული. ასად ალამის განცხადებით, საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის სფერო, რომელიც წინა წლებში არსებითად არ განვითარებულა, თუმცა საქართველოს პოტენციალი აქვს, გაზარდოს საექსპორტო მაჩვენებელი სოფლის მეურნეობაში. 2 დღიანი კონფერენციის მონაწილეები დღეს ესტუმრებიან თბილისს, სახელმწიფო რეესტრს, შსს-ისა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების ცენტრებს, სადაც რეფორმებს ადგილზევე გაეცნობიან. ხვალინდელ დღეზე ლილოს საბაჟო ტერმინალის დათვალიერებაა დაგეგმილი. რეგიონალურ კონფერენციაში, რომლის ორგანიზატორებიც საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია, მსოფლიო ბანკი და საქართველოს მთავრობა არიან, 100-მდე პიროვნება მონაწილეობს, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირნი ევროპისა და ცენტრალური აზიის 30 ქვეყნიდან. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_511.html
| |||
Posted by Drakula | 29 Nov 2010, 10:30 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.