აშშ საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების დაბრუნებას აქტიურად ცდილობს | Georgian News | ||
ფილიპ გორდონის განცხადებით, ამერიკა საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეუთო-ს დაბრუნებას აქტიურად ცდილობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვროპულ და ევრაზიულ საკითხებში ფილიპ გორდონმა რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეუთო-ს დაბრუნებას აქტიურად ცდილობს. "შეერთებული შტატები ცდილობს, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოწესრიგებასთან დაკავშირებული დიალოგის არსებულ ფორმატს რუსეთსა და საქართველოს შორის და ასევე სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას, როგორიცაა ეუთო-ს დაბრუნება საქართველოში. აშშ მონდომებულია, საქართველოში ეუთო-ს მისია დაბრუნდეს", - განაცხადა გორდონმა. ფილიპ გორდინმა რადიოში ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "ვაშინგტონმა არ გააკეთა არჩევანი, არ გაეგრძელებინა საერთო ინტერესების მიმართულებით რუსეთთან მოძრაობა, ვიდრე რთული პრობლემები საბოლოოდ არ გადაწყდებოდა". Source - pirweli.com.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_50.html
| |||
Posted by teo- | 08 Nov 2010, 14:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.