ხვალ აუქციონზე გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამი სატყეო უბანს გაიტანენ | Business & Economics | ||
ხვალ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გრძელვადიანი ტყით სარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გაიმართება. სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გურიისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამი სატყეო უბანი არის გატანილი. კერძოდ, ლაპარაკია ჩოხატაურის, ლენტეხისა და ცაგერის რაიონების სატყეო უბნებზე. ჩოხატაურის რაიონში არსებული ხე-ტყის მოპოვების ლიცენზიის საწყისი გასაყიდი ფასია 64 000, ლენტეხისა _ 155 000, ცაგერის კი ასევე 155 000 ლარი. ლიცენზიის მოქმედების ვადაა 10 წელი. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორია უკანონო ტყითსარგებლობისგან, ლიცენზიის მიღებიდან არა უგვიანეს 12 თვისა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დასამტკიცებლად უნდა წარადგინოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შედგენილი ტყით სარგებლობის გეგმა და ა.შ. გამარჯვებულად ლიცენზიის ის მაძიებელი ჩაითვლება, რომელიც აუქციონის პირობებს დააკმაყოფილებს და სახელმწიფოს ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს. Source - medianews.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_448.html
| |||
Posted by teo- | 23 Nov 2010, 13:42 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.