რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, დააკავეს 13 მოქალაქე | Georgian News | ||
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 13 მოქალაქე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, ამის შესახებ განაცხადა დღეს ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ოთარ ორჯონიკიძემ. ყველა დაკავებულის მიმართ სასამართლოებმა უკვე გამოიტანა დადგენილება - ორთვიანი აღმკვეთი ღონისძიება. სასამართლოების ყველა სხდომა გაიმართა დახურულ რეჟიმში. ოთარ ორჯონიკიძის სიტყვებით, აღნიშნული პირები მუშაობდნენ გრუ-ს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ფსბს-ზე. "ჩვენ 2006 წელს შევთავაზეთ ყველა პირებს მოსულიყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეღიარებინათ უცხოურ სპეცსამსახურებზე მუშაობა, ამ შემთხვევაში ისინი მიიღებდნენ ამნისტიას" - აღნიშნა მან. ორჯონიკიძის სიტყვებით, ჩატარდა სპეცოპერაცია უცხოურ დაზვერვაზე მომუშავე პირთა გამოვლენისთვის, და დაკავებულ იქნა 13 ადამიანი, მათ შორის 4 რუსეთის მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა ნაწილი დაკავებულების აღიარებითი ჩვენებები. Source - Trend
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_43.html
| |||
Posted by admin | 05 Nov 2010, 14:07 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.