ეკონომიკა: სააკაშვილი ქართული ეკონომიკის ზრდას პროგნოზირებს | ![]() | Business & Economics | |
![]() ჩვენ მთელი მსოფლიოს ტენდენციების მიუხედავად ვიზრდებით იმიტომ, რომ ჩვენ გაგვიჩნდა ის უპირატესობა, რომელიც სხვებს არა აქვთ. ჩვენ იმიტომ ვიზრდებით, რომ ჩვენ მაღალი დონის სახელმწიფო აპარატი გვაქვს და ქვეყანაში კორუფცია არ არის“, - განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა დემოკრატიისა და კანონის ცენტრის გამოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. სააკაშვილის თქმით, ამ გამოკვლევების შედეგებით საქართველო საბიუჯეტო ინფორმაციის გამჭვირვალობის რეიტინგში მსოფლიოს 80 ქვეყანას შორის ახალი ზელანდიის შემდეგ მეორე ადგილზეა. „ეს შედეგები ზუსტად ასახავს იმ მიღწევებს, რომლებიც სახელმწიფო აპარატში იქნა მიღწეული. ეს წარმატება ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია“, - განაცხადა მან. „დღეს იმიტომ შეგკრიბეთ, რომ მეთქვა - ზრუნვა საჭიროა არა წარმატების შენარჩუნებაზე, არამედ საჭიროა წინ მოძრაობა. ქვეყანაში ყველაფერი ხალხის სახელით კეთდება და მრავალ არჩევნებზე ხალხმა ამ კურსს დაუჭირა მხარი“, - განაცხადა სააკაშვილმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3702.html
| |||
Posted by Drakula | 20 Oct 2011, 18:51 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.