ეკონომიკა: საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პოზიციები გააუარესა | Business & Economics | ||
ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო ოთხი საფეხურით ქვემოთ დაიწია და მსოფლიოში 27-ე ადგილი დაიკავა. საერთაშორისო ექსპერტთა აზრით, ამის მიზეზი სახელმწიფო ხარჯების გაზრდა და ფულის ემისია გახდა. რეიტინგში პირველ ადგილზე 9.01 ქულით იმყოფება ჰონკონგი, რომელიც ლიდერობას 1910 წლიდან ინარჩუნებს. მეორე ადგილზე 8.68 ქულით სინგაპურია, მესამეზე - ახალი ზელანდია (8.20). ლიდერთა ათეულში ასევე შედიან შვეიცარია (8.03), ავსტრალია (7.98), კანადა (7.81), ჩილი (7.77), დიდი ბრიტანეთი (7.71), მავრიკია (7.67) და აშშ (7.60). გერმანიას უკავია 21-ე ადგილი, საფრანგეთს - 42-ე, სომხეთს - 43, რუსეთს - 81, აზერბაიჯანს - 84-ე. მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების გამოკვლევა შეისწავლის ქვეყნების პოლიტიკისა და ინსტიტუტების მიერ ეკონომიკური თავისუფლების მხარდაჭერის დონეს. ქვეყანა ეკონომიკურად თავისუფალია იმდენად, რამდენადაც მასში ადამიანები და მათი საკუთრება დაცულია ძალადობისაგან; უზრუნველყოფილია მათი პირადი არჩევანი; ნებაყოფლობითია საქონელგაცვლა; ღიაა შიდა ბაზარი; თავისუფალია შიდა და გარე ვაჭრობა; კონკურენტულია სამეურნეო გარემო; მიღწეულია კანონით მართვა; მკვეთრად დადგენილია მთავრობის უფლებამოსილობები; მდგრადია და ქმედითუნარიანია თავად პოლიტიკური ინსტიტუტი. გამოკვლევა 42 მაჩვენებელს ეყრდნობა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3518.html
| |||
Posted by Drakula | 01 Oct 2011, 20:16 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.