ეკონომიკა: საქართველომ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პოზიციები გააუარესა | ![]() | Business & Economics | |
![]() რეიტინგში პირველ ადგილზე 9.01 ქულით იმყოფება ჰონკონგი, რომელიც ლიდერობას 1910 წლიდან ინარჩუნებს. მეორე ადგილზე 8.68 ქულით სინგაპურია, მესამეზე - ახალი ზელანდია (8.20). ლიდერთა ათეულში ასევე შედიან შვეიცარია (8.03), ავსტრალია (7.98), კანადა (7.81), ჩილი (7.77), დიდი ბრიტანეთი (7.71), მავრიკია (7.67) და აშშ (7.60). გერმანიას უკავია 21-ე ადგილი, საფრანგეთს - 42-ე, სომხეთს - 43, რუსეთს - 81, აზერბაიჯანს - 84-ე. მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების გამოკვლევა შეისწავლის ქვეყნების პოლიტიკისა და ინსტიტუტების მიერ ეკონომიკური თავისუფლების მხარდაჭერის დონეს. ქვეყანა ეკონომიკურად თავისუფალია იმდენად, რამდენადაც მასში ადამიანები და მათი საკუთრება დაცულია ძალადობისაგან; უზრუნველყოფილია მათი პირადი არჩევანი; ნებაყოფლობითია საქონელგაცვლა; ღიაა შიდა ბაზარი; თავისუფალია შიდა და გარე ვაჭრობა; კონკურენტულია სამეურნეო გარემო; მიღწეულია კანონით მართვა; მკვეთრად დადგენილია მთავრობის უფლებამოსილობები; მდგრადია და ქმედითუნარიანია თავად პოლიტიკური ინსტიტუტი. გამოკვლევა 42 მაჩვენებელს ეყრდნობა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3518.html
| |||
Posted by Drakula | 01 Oct 2011, 20:16 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.