სააკაშვილი, კრიტიკის მიუხედავად, ქვეყნის აღმშენებლობის გაგრძელებას აპირებს | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად კრიტიკისა, არ აპირებს გაჩერებას და ქვეყნის აღმშენებლობის შეწყვეტას. "ჩვენ ყველაფერს საუკეთესოდ გავაკეთებთ, რამდენიც არ უნდა იალაპარაკოს ოპოზიციამ , რომ პირველი შადრევანი მე ვარ"-განაცხადა მან ბათუმის განახლებულ საოპერო თეტრში პრემიერის დასრულების შემდეგ. "ბევრი რამ კეთდება ხალხისთვის. როდესაც ჩვენ აქ მოვდიოდით, ხალხი ჩვენ დაგვხვდა, გვიღიმოდა და ტაშს გვიკრავდა, რადგან ამ ხალხმა ზუსტად იცის ის ,რაც არ იციან მათთან ტელევიზორით მოლაპარაკე პოლიტიკოსებმა"-განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა აჭარის ხელისუფლების ხელმღვანელი და საოპერო თეატრის არქიტექტორი- მამა-შვილი ხმალაძეები შეაქო და აღნიშნა, რომ თუ მანამდე ბათუმში მიმდინარე სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობის მხოლოდ 80% იყო დასაქმებული, ახლა აქ მხოლოდ ადგილობრივები მუშაობენ. "ესეც მიღწევაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სხვაზე უკეთ ვისწავლეთ მუშაობა, ჩვენ გვყავს კარგი კვალიფიცირებული მუშები, რომლებსაც რამოდენიმე ათეული წელი სამუშაო არ ჰქონდათ"-განაცხადა პრეზიდეტმა. "ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით უბედურები, თავში ნაცარს ვიყრიდით, გამუდმებით გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ღარიბები, ჩამორჩენილები და გონებრივად განუვითარებლები ვართ. ეს სიმართლეს არ შეესაბამება! ჩვენ ყველაფერს სხვაზე უკეთესად გავაკეთებთ, ოპოზიციამ რამდენჯერაც არ უნდა მიწოდოს პირველი შადრევანი"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3134.html
| |||
Posted by consul | 15 Aug 2011, 21:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.