aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი: მიკრო და მცირე ბიზნესი ინფორმაციულ ვაკუუმშია Business & Economics  Business & Economics 
მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები მათი სტატუსის განსაზღვრებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან. რადიო „კომერსანტის“ შეტყობინებით, ამის შესახებ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი“, რომელმაც ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის შეფასება წარმოადგინა.



„მთლიანობაში ჩვენ დადებითად ვაფასებთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალ კურსს სამართლიანი, მარტივი და საიმედო საგადასახადო სისტემის გამო. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კურსის ფარგლებში ისეთი რეგულაციების შემოღება, როგორებიცაა: პრინციპი GOOD FAITH– „პატიოსნება“, წინასწარი გადაწყვეტილება, საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა, მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის განსაზღვრა და მათთან მიმართებაში საგადასახადო დაბეგვრის სპეციალური რეჟიმების შემუშავება და ა. შ. თუმცა, ამასთან მიგვაჩნია, რომ „ახალი კურსით“ დადგენილი მიზნების ნაწილი, მაგალითად, საგადასახადო სისტემის მიმართ საიმედოობის ამაღლება, საგადასახადო დებულებების გამარტივება, გაურკვევლობების აღმოფხვრა, ჯერ კიდევ შეუსრულებელია“ - აცხადებენ ინსტიტუტში და შემოსავლების სამსახურს აძლევენ რეკომენდაციას, ამ მიმართულებით უფრო აქტიური ქმედებები განხორციელონ.


ინსტიტუტი ასევე ფინანსთა სამინისტროს ურჩევს აქტივაცია გაუწიოს საინფორმაციო კამპანიას საგადასახადო დაბერგვრის სპეციალური, საშეღავათო რეჟიმების შესახებ მიკრო და მცირე ბიზნესისთვის იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს შესაძლო გართულებები.


არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი“ მიმდინარე წლის ივნისში დაფუძნდა. იგი დააფუძნეს ადამიანებმა, რომლებსაც ანალიტიკური და პრაქტიკული მოღვაწეობის გამოცდილება აქვთ ეკონომიკის, პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროში. ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია გიორგი აბაშიშვილი.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2952.html
Posted by Drakula | 26 Jul 2011, 19:32 | News »
 

"ეკონომიკა: ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი: მიკრო და მცირე ბიზნესი ინფორმაციულ ვაკუუმშია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 November 2024
  • English Georgian