ეკონომიკა: ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი: მიკრო და მცირე ბიზნესი ინფორმაციულ ვაკუუმშია | ![]() | Business & Economics | |
![]() „მთლიანობაში ჩვენ დადებითად ვაფასებთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალ კურსს სამართლიანი, მარტივი და საიმედო საგადასახადო სისტემის გამო. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კურსის ფარგლებში ისეთი რეგულაციების შემოღება, როგორებიცაა: პრინციპი GOOD FAITH– „პატიოსნება“, წინასწარი გადაწყვეტილება, საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა, მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის განსაზღვრა და მათთან მიმართებაში საგადასახადო დაბეგვრის სპეციალური რეჟიმების შემუშავება და ა. შ. თუმცა, ამასთან მიგვაჩნია, რომ „ახალი კურსით“ დადგენილი მიზნების ნაწილი, მაგალითად, საგადასახადო სისტემის მიმართ საიმედოობის ამაღლება, საგადასახადო დებულებების გამარტივება, გაურკვევლობების აღმოფხვრა, ჯერ კიდევ შეუსრულებელია“ - აცხადებენ ინსტიტუტში და შემოსავლების სამსახურს აძლევენ რეკომენდაციას, ამ მიმართულებით უფრო აქტიური ქმედებები განხორციელონ. ინსტიტუტი ასევე ფინანსთა სამინისტროს ურჩევს აქტივაცია გაუწიოს საინფორმაციო კამპანიას საგადასახადო დაბერგვრის სპეციალური, საშეღავათო რეჟიმების შესახებ მიკრო და მცირე ბიზნესისთვის იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს შესაძლო გართულებები. არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტი“ მიმდინარე წლის ივნისში დაფუძნდა. იგი დააფუძნეს ადამიანებმა, რომლებსაც ანალიტიკური და პრაქტიკული მოღვაწეობის გამოცდილება აქვთ ეკონომიკის, პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროში. ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია გიორგი აბაშიშვილი. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2952.html
| |||
Posted by Drakula | 26 Jul 2011, 19:32 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.