ხვალიდან Tbilisi Fashion Week დაიწყება | Georgian News | ||
Tbilisi Fashion Week ხვალიდან დაიწყება. აღნიშნული მოდის კვირეული გვპირდება, რომ ყველაზე კრეატიული და ინოვაციური იქნება. 2011 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციას 3-8 მაისს 15 ქართველი დიზაინერი აჩვენებს. ფოტოგადაღებისათვის ფრანგი ფოტოგრაფი ვინსენტ ლამპარდი იქნა მოწვეული. დეფილეს მუსიკალურად კომპოზიტორი ალექსანდრ მაქსველი გააფორმებს. Tbilisi Fashion Week უკვე მეოთხეჯერ ტარდება. ღონისძიების პარტნიორი წელს თბილისის სამხატვრო აკადემია და გოეთეს ინსტიტუტი გახდა. ისინი დამწყებ დიზაინრებს დააჯილდოვებენ. მოდის კვირეული საერთაშორისო კონკურსისთვის დიზაინერების შერჩევით დასრულდება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2205.html
| |||
Posted by consul | 02 May 2011, 16:30 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.