სასტუმრო ''Park Hyatt'' მშენებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება | Business & Economics | ||
მიწის ნაკვეთი, რომელიც საქართველოში ერთ–ერთ უმსხვილეს კომპანიას, "Loyalestate"–ს ეკუთვნოდა და რომელზეც იგეგმებოდა საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროს "Park Hyatt"–ის მშენებლობა, გაყიდულია. რესტორან "არაგვის" ყოფილი ტერიტორია, რომელიც 2009 წელს, თიბისი ბანკის კუთვნილებაში გადავიდა, ახლა უძრავი ქონების მართვის ფონდის საკუთრებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბრენდის სასტუმროს, "Park Hyatt"–ს, თბილისის ფილიალის მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა. კომპანია "Loyalestate"–ს შეექმნა ფინანსური პრობლემები. საინვესტიციო კომპანიამ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 2007 წელს დაიწყო, თუმცა 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა იგი შეაჩერა. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2010 წლისთვის, მაგრამ ამ დროისათვის მხოლოდ მიწის სამუშაოებია ჩატარებული. პროექტის საერთო ღირებულება მშენებლობის დასაწყისისათვის შეადგენდა 150 მილიონ დოლარს, ხოლო კრიზისს შემდეგ, ის ჯერ 100 , ხოლო შემდეგ 75 მილიონ დოლარამდე შემცირდა. "Loyalestate"–ის აღმასრულებელი დირექტორი უარყოფს მიწის ნაკვეთის გასხვისების ფაქტს. მინდია გადაევი აცხადებს, რომ "Loyalestate" ფლობდა 6 ჰექტარ მიწას, ხოლო სასტუმროს მშნებლობისათვის მხოლოდ 2 იყო საჭირო. როგორც აცხადებს გადაევი, დარჩენილი 4 ჰექტარი აქციონერებმა თავიანთი შეხედულების შესაბამისად განკარგეს. მისივე სიტყვებით, სასტუმროს მშენებლობა აუცილებლად დასრულდება. მოლაპარაკებები ფინანსური დახმარების მოზიდვის შესახებ დღემდე მიმდინარეობს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_217.html
| |||
Posted by nanikochanturidze | 10 Nov 2010, 18:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.