პუტინის განკარგულება: აფხაზეთის რიგი ობიექტები რუსეთის საკუთრებაში უნდა გადავიდე | World News | ||
რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინმა დაცვის ფედერალურ სამსახურსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა აფხაზეთთან შეთანხმების გაფორმება, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რიგი ობიექტები რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში უნდა გადავიდეს. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთისა და აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლება შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტში მითითებულია კომპლექსები: "ტატრა"- გაგრაში, "მიუსერა" - გუდაუთის რაიონის დასახლება მიუსერაში და "პიცუნდა" - ბიჭვინთაში. ეს კომპლექსები თავის თავში მოიცავს უძრავ და მოძრავ ქონებას.
რუსეთი ასევე იმედოვნებს, რომ მიიღებს უფლებას "ამ მიწის ნაკვეთებზე განახორციელოს კაპიტალური მშენებლობა". აღნიშნული კომპლექსები კი რუსეთის ფედერაციას იმ "სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად სჭირდება, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ პირები, რომლებიც სახელმწიფო დაცვას ექვემდებარებიან". Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_205.html
| |||
Posted by mariami | 10 Nov 2010, 13:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.