საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულება ხვალიდანშევაძალაში | Georgian News | ||
საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულება ხვალიდან, 1 მარტიდან შევა ძალაში, იტყობინება “GHN“. „ჩვენ დიდ ხანს ველოდით ძალაში ამ ხელშეკრულების შესვლას, ვინაიდან იგი, ერთი მხრივ, ჩვენთვის ერთმხრივი პოლიტიკური განაცხადია იმაზე, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში თავისი პოლიტიკის მიმდევარი რჩება და პროგრესი ჩვენს ურთიერთობაში შემდგომშიც გაგრძელდება. მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეები უშუალოდ იგრძნობენ რეჟიმის გამარტივებას და, ვიმედოვნებ, ეს საკითხი დამატებით სირთულეებს არ გამოიწვევს“, - თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე, რომელიც ორშაბათობით ტარდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების ხელშეკრულება გასული წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა. საგარეო საქმეთა ცნობებით, ვიზების გაცემის გამარტივების ხელშეკრულება საქართველოს მოქალაქეებისათვის გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1400.html
| |||
Posted by Drakula | 28 Feb 2011, 11:29 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.