კადაფის შვილი ოპოზიციას შეუერთდა | World News | ||
ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის შვილი საიფ ალ-არაბი ოპოზიციონერებს შემოუერთდა, იტყობინება ირანული ტელეარხი PressTV.
აღნიშნული ტელეარხის მონაცემებით, საიფ ალ-არაბ კადაფი, რომელსაც მამამ ძალოვანი სტრუქტურების ლოიალობის შენარჩუნება და ოპოზიციის მხარეს მათი გადასვლის დაუშვებლობა დაავალა, 24 თებერვალს ბენგაზში საპროტესტო აქციების მონაწილეებს შემოუერთდა. ეს ქალაქი ლიბიაში სიდიდით მეორე ქალაქია. იგი უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციის კონტროლის ქვეშ იმყოფება. კადაფი ქვეყანას 1969 წლიდან მართავს. მისი მოწინააღმდეგეების მასობრივი საპროტესტო აქციები ლიბიაში 16 თებერვლიდან ტარდება. ოპოზიციის კონტროლის ქვეშ, რომლის მხარეზეც ჯარის რამდენიმე ქვედანაყოფი გადავიდა, ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი იმყოფება. სამართალდამცავი ორგანიზაციების მონაცემებით, კადაფის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის შეტაკებების შედეგად, ასევე ხელისუფლებების მიერ ოპოზიციის აქციების ჩახშობის დროს ორ ათასამდე ადამიანი დაიღუპა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1355.html
| |||
Posted by Drakula | 25 Feb 2011, 09:39 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.